საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის დეპუტატები სხდომათა დარბაზში
პარლამენტის დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება ერთი თვეს, შემდეგ საბოლოო პროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება

თბილისი, 15 სექტემბერი -  Sputnik. რუსთავსა და ახალციხეში დაიწყო საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვები, რაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით გულისხმობს.

განსახილველად ცვლილების ორი პროექტია გამოტანილი. ერთი მათგანი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, ხოლო მეორე - საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც 200 ათასი საქართველოს მოქალაქის ხელმოწერები შეაგროვა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები ახალი სისტემით – საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებებს ქვეყნის 11 ქალაქში განიხილავენ

კანონპროექტები მსგავსია იმით, რომ ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 73 დეპუტატს ირჩევენ მაჟორიტარულ ოლქებში, ხოლო დანარჩენებს - პარტიული სიებით.

რაც შეეხება განსხვავებას, მმართველი პარტია გამოდის არჩევნებში პარტიული ბლოკებით მონაწილეობის აკრძალვის წინადადებით. ამასთან, „ქართული ოცნება“ მზადაა, გააუქმოს საარჩევნო ბარიერი. ამგვარად, პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ყველა ის პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს. მანდატები შემდეგნაირად დაითვლება: არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150–ზე და გაიყოფა საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების საერთო რაოდენობაზე.

გაპოლიტიკოსებული ბიზესმენი, ანუ კარადაში ჩონჩხების აღმოჩენის სეზონი იწყება >>

საინიციატივო ჯგუფი კი ითხოვს არჩევნებში არა მარტო პარტიების, არამედ გაერთიანებების მონაწილეობასაც. ამასთან, მათი აზრით, არჩევნები 3%–იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.

განხილვაზე ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი პარტიებისთვის მინიმალური სამპროცენტიანი ბარიერის შემოღების შესახებ, თუმცა მმართველი პარტია თავის პოზიციას იცავს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი პოლიტიკოსებს დიალოგისთვის ნეიტრალურ პლატფორმას სთავაზობს

„მოსახლეობას ესმის ჩვენი არგუმენტები ნულოვანი ბარიერის შესახებ და მათ გააკრიტიკეს ბლოკების დატოვების გადაწყვეტილება, რაც ჩვენთვის გასაგებია. საზოგადოება ითხოვს თვითმმართველობის გაძლიერებას და მეტი რესურსის გამოყოფას რეგიონებისა და რაიონებისთვის, განსაკუთრებით მაჟორიტარული ინსტიტუტის გაუქმების ფონზე. ჩვენთვის ეს არგუმენტი გასაგებია, ხოლო პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს თვითმმართველობის რეფორმის და დეცენტრალიზაციის მიმართულებით, პროპორციული არჩევნების შემდეგ უფრო ინტენსიური გახდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ახალციხეში მოსახლეობასთან მეორე შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, რეგიონებში ჩატარებულმა პირველმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტიის იდეა საზოგადოებას მოსწონს.

შეხვედრები მოსახლეობასთან ერთ თვეს გაგრძელდება, რის შემდეგაც დამუშავებული პროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ოპოზიციისა და ახალგაზრდობის მოთხოვნით დააჩქარა. საპროტესტო აქციებზე საზოგადოება შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა. გასულ კვირას კი ის ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0