პრეზიდენტი პოლიტიკოსებს დიალოგისთვის ნეიტრალურ პლატფორმას სთავაზობს

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული საზოგადოება დაიღალა კონფრონტაციით.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას შერიგებისთვის დიალოგის ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა შესთავაზა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
2020 წლის არჩევნები ახლებურად ჩატარდება – პარლამენტმა შესწორებებს მწვანე შუქი აუნთო

2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში პოლიტიკური ვნებები მატულობს. საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოების პოლარიზებას ქვეყნის მთავარი გამოწვევა უწოდა.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მუშაობის პირველივე დღიდან მხარეებს შერიგებისკენ მოვუწოდებ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, არ მეპასუხა არც ერთი მხარის შემოტევისთვის და არ ჩავრეულიყავი პოლიტიკურ ორთაბრძოლებში და დღესაც მზად ვარ შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას, რათა, განსხვავებების მიუხედავად, ერთად გადავჭრათ არსებითი საკითხები", – განაცხადა ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი სიტყვებით, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საზოგადოების დაყოფისა და პოლარიზაციის პრობლემების წინაშე დგას.

„ეს ის საკითხებია, რომლებთან გამკლავებაც გამოცდილ დემოკრატიებსაც კი უჭირთ, ჩვენი დონის დემოკრატიისთვის კი დამანგრეველია... ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მომავალი საარჩევნო წელი იყოს არა პირადი შეურაცხყოფების, არამედ პოლიტიკური კონკურენციის. საზოგადოება დაიღალა. მას პერსპექტივა სჭირდება და არა ჩათრევა დაუსრულებელ კონფრონტაციაში", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ ამჯერად ძირითად კონკურენტებს – მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა" და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს შორის ბრძოლაში ჩაერთვება ახალი პარტიები, მაგალითად, პარტია, რომელსაც საქართველოში უმსხვილესი TBC bank-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დააარსებს.

ყველა ახალი ამბავი
0