გაპოლიტიკოსებული ბიზესმენი, ანუ კარადაში ჩონჩხების აღმოჩენის სეზონი იწყება

© photo: Sputnik / Nika Latariaმამუკა ხაზარაძის პარტიის პრეზეტაცია ანაკლიაში
მამუკა ხაზარაძის პარტიის პრეზეტაცია ანაკლიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ხაზარაძის პირველი გამოჩენა პოლიტიკაში არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა.

მას, მართალია, არც მთლად პაატა ბურჭულაძესავით გაქცევიან ცნობილი სახეები, მაგრამ ხალხისათვის ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ ისხდნენ ანაკლიის თაკარა მზის ქვეშ თივის შეკვრებზე ადამიანები და რატომ დაერქვა საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო".

ლექსებს და გალაკტიონს საქართველოში აფასებენ, მაგრამ ხალხი ახალი პოლიტიკური ძალისაგან უფრო მკაფიო მესიჯებს ელის იმის შესახებ, როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება უკეთესობისაკენ და არა - ბიბლიურ ალუზიებსა და საქართველოს ისტორიის ცოდნას.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლას სერიოზული სირთულეები ახლავს. მთავარი მაინც ისაა, რომ საქართველოში მდიდარი ადამიანები ზოგადად არ უყვართ, თვლიან რა, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ხალხი ძირითადად სპეკულაციებით და ცუდი გზით გამდიდრდა.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
დადებს თუ არა ლელოს „ლელო" არჩევნებზე: პოლიტიკურ არენაზე ხაზარაძის მოძრაობა გამოჩნდა

ქვეყანაში, სადაც ბავშვების 25 პროცენტი შიმშილის პირასაა, ძნელია ადამიანები დააჯერო, რომ პოლიტიკაში ქვეყნის გადასარჩენად მოდიხარ და არა - საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად. თუმცა ხაზარაძეს ცხოვრება უკვე მოწყობილი ჰქონდა. ის 16 მილიონის გათეთრების ბრალდებითა და ლამისაა, დაჭერის საფრთხით ძალად მიდევნეს პოლიტიკასთან.

აკი თქვა კიდეც პრეზენტაციაზე, შესაძლოა, ოდესმე მადლობაც გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მდევნიდა და ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანაო.

მეორეს მხრივ მამუკა ხაზარაძე თავდაცვის პროცესში ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უყენებს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. მისი და ვანო ჩხარტიშვილის დავამ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. თუ ის სიტუაციის მოგვარებას და მხარეების მორიგებას ცდილობდა, რატომაა ეს დანაშაული და რატომ საუბრობს ამაზე ხაზარაძე ახლა და არ საუბრობდა ადრე.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძე: ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს, ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა...

ხაზარაძის პოლიტიკური ძალის მთავარ სისუსტედ რჩება ის, რომ ამიერიდან იწყებს საკუთარ დარგში აღიარებული 12 „მოციქულის“ ძებნას და ორიოდე მათგანი თუ იხილა საზოგადოებამ ანაკლიის პრეზენტაციაზე. 1 წელი ძალიან ცოტა დროა იმისათვის, რომ ახალი სახეები გააცნო საზოგადოებას.

ზოგადად, არსებობს გამოთქმა, რომ თუ პოლიტიკაში მოდიხარ, მზად უნდა იყო, რომ შენს კარადაში ყველა ჩონჩხს აღმოაჩენენ. საქართველოში ამას ისიც ემატება, რომ პოლიტიკა უამრავი ადამიანის განსჯის საგანია. ასე რომ, ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემს წინ ბევრი ხიფათი ელოდება, მაგრამ იმედია, როგორც ბანკირები, სწორად დათვლიან მოგებას და რისკებს. აქ საუბარი იმაზე კი არაა, პარლამენტში მოხვდებიან თუ არა.

იმ ადამიანებისათვის, ვისაც 30 ათასი კაცი ჰყავს დასაქმებული, ეს პრობლემა არ უნდა იყოს. მთავარია, პოლიტიკაში საკუთარი სათქმელის თქმა შეძლო და ანგარიშგასაწევ ძალად იქცე. ჯერჯერობით ძნელია თქვა, დადებს თუ არა ხაზარაძე ლელოს.

ყველა ახალი ამბავი
0