საქართველოში კონსტიტუციის პირველი გამოცემა იბეჭდება

© courtesy of Beka Andria Devnozashviliსაქართველოს პირველი კონსტიტუცია
საქართველოს პირველი კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მთავარი კანონის ახალი გამოცემის პრეზენტაცია 24 აგვისტოს გაიმართება.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოში კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის დაბეჭდვა, „ახალი კონსტიტუციის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 

„სამ თვეში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ის ასპექტები, გარდა სხვა ასპექტებისა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარი სახის ავტორიტარიზმს, ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ამ კონსტიტუციის უმთავრესი მიღწევა“, —განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ქართული ტელეარხების მიკროფონები - Sputnik საქართველო
ქართული მასმედია არჩევნებს ზედაპირულად აშუქებს - ექსპერტთა მოსაზრებები

განახლებული კონსტიტუციის ახალი გამოცემა საქართველოს პარლამენტის მიერ არის მომზადებული და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით იბეჭდება. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი გამოცემა უნდა გახდეს სამაგიდო წიგნი პოლიტიკოსებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის,  ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით. 

„მთავარი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია იძლევა, ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რასაც გამორიცხავს ახალი კონსტიტუცია“, —აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, ამ მიზნით დაიწერა თავის დროზე 2010 წელს ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია. ამისგან განსხვავებით, ახალი კონსტიტუცია აბსოლუტური ფორმით გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციის დონეზე იქნება აბსოლუტური ფორმით გარანტირებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების თარიღი დაასახელა

„ეს არის არსებითი და რადიკალური სხვაობა დღეს მოქმედი კონსტიტუციისგან და ეს არის ის მიღწევა, რომელიც უკავშირდება სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტს“, — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ქვეყნის მთავარი კანონის განახლებას წინ უსწრებდა 11-თვიანი მუშაობა, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

განახლებული კონსტიტუციის თანახმად, 2018 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობის ნაცვლად საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ამით ქვეყანა მთლიანად გადავა მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში ადგილების განაწილების წესების შეცვლას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ბლოკების დაშვებას და საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის აკრძალვას.


ყველა ახალი ამბავი
0