ქართული მასმედია არჩევნებს ზედაპირულად აშუქებს - ექსპერტთა მოსაზრებები

© photo: Sputnik / Stringerქართული ტელეარხების მიკროფონები
ქართული ტელეარხების მიკროფონები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაექსპერტებმა ქართული მასმედიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებაში მთავარ პრობლემებზე იმსჯელეს

მასმედია საქართველოში ამჟამად არ ცდილობს გააანალიზოს წინასაარჩევნო კამპანია, არამედ მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატების ძირითად და ხმამაღალ განცხადებებს აშუქებს, მიიჩნევენ მრგვალი მაგიდის „როგორ აშუქებს მასმედია საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას" მონაწილეები. მრგვალი მაგიდა Sputnik-ის მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. განაცხადი მონაწილეობაზე ამ დროისთვის 21 კანდიდატმა შეიტანა. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 29 აგვისტოს დაიწყება. მაშინ მასმედია ვალდებული იქნება, ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია გააშუქოს.

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდა „როგორ აშუქებს ქართული მასმედია წინასაარჩევნო კამპანიას"
ქართული მასმედია არჩევნებს ზედაპირულად აშუქებს - ექსპერტთა მოსაზრებები - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდა „როგორ აშუქებს ქართული მასმედია წინასაარჩევნო კამპანიას"

„საქართველოში მასმედია გამცილებელს დაემსგავსა, ქვეყანას მასმედიაში ანალიტიკური კომპონენტი არ ჰყოფნის... საზოგადოებაში ასეთი მოტხოვნა არ არის და ანალიტიკური მასალებით განებივრებული არა ვართ. დღეს ადამიანი ისმენს, რომ ვიღაც დაიჭირეს, ვიღაც მოკლეს, ვიღაცას ქონება ჩამოაღტვეს", - მიიჩნევს სააგენტო NewsPress-ის მთავარი რედაქტორი ალეკო ჩუბინიძე.

© Sputnik / Levan Avlabreliალეკო ჩუბინიძე
ქართული მასმედია არჩევნებს ზედაპირულად აშუქებს - ექსპერტთა მოსაზრებები - Sputnik საქართველო
ალეკო ჩუბინიძე

შეხვედრებს ამომრჩეველთან ამჟამად მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი მართავს. დანარჩენები ემზადებიან, რომ საარჩევნო კომისიას დაუმტკიცონ, რომ აქვთ მოსახლეობის მხარდაჭერა.

კანდიდატი იმ შემთხვევაში იქნება დარეგისტრირებული, თუ არანაკლებ 15,9 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერას წარადგენს.

რეგისტრაციის შემდეგ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისა და უფასო საეთერო დროის გამოყენების უფლება რეკლამის განთავსებისთვის ყველა კანდიდატს არ ექნება. ამას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პარტიების წარმომადგენელი კანდიდატები შეძლებენ მხოლოდ.

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდა „როგორ აშუქებს ქართული მასმედია წინასაარჩევნო კამპანიას"
ქართული მასმედია არჩევნებს ზედაპირულად აშუქებს - ექსპერტთა მოსაზრებები - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდა „როგორ აშუქებს ქართული მასმედია წინასაარჩევნო კამპანიას"

სააგენტო NewsDay Georgia-ს დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ მედიის მუშაობაზეა დამოკიდებული არჩევნების შედეგი.

„ბუნებრივია, მასმედია ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომელიც არჩევნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას განსაზღვრავს. ამ დღეებში გაკეთდა განცხადებები, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბდეს და არ ჩატარდეს ისე, როგორც საჭიროა. აქედან გამომდინარე, მასმედიის მტავარი მიზანი და ამოცანაა, თვალი მიადევნოს პროცესებს, რათა გააშუქოს ობიექტურად და ხელი შეუწყოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას", - განაცხადა ოთინაშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდა „როგორ აშუქებს ქართული მასმედია წინასაარჩევნო კამპანიას"
ქართული მასმედია არჩევნებს ზედაპირულად აშუქებს - ექსპერტთა მოსაზრებები - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდა „როგორ აშუქებს ქართული მასმედია წინასაარჩევნო კამპანიას"

პუბლიცისტმა მერაბ ხაჩიძემ, თავის მხრივ, ისაუბრა კავშირზე მასმედიის, რომელიც წინასაარჩევნო ვითარებას აშუქებს, მუშაობასა და ამომრჩევლის დაბალ აქტიურობას შორის

„პოლიტიკაში 30 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა - არც ადამიანები, არც ტექსტები", - აღნიშნა ხაჩიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მასმედიას პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ.

„ქართულმა მასმედიამ საკითხი ამგვარად უნდა დააყენოს: მოუტანენ თუ არა ეს კანდიდატები სარგებელს სახელმწიფოებრიობას", - განაცხადა ხაჩიძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდა „როგორ აშუქებს ქართული მასმედია წინასაარჩევნო კამპანიას"
ქართული მასმედია არჩევნებს ზედაპირულად აშუქებს - ექსპერტთა მოსაზრებები - Sputnik საქართველო
მრგვალი მაგიდა „როგორ აშუქებს ქართული მასმედია წინასაარჩევნო კამპანიას"

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საზოგადოება „პროქართულ" კანდიდატს ელოდება, მანამდე კი პასიური იქნება.

„ვნახავთ, როგორი აქტიურობა იქნება არჩევნებზე, როდესაც გამოჩნდება რეალური კანდიდატი, რომელიც ქართულად აზროვნებს. მხედველობაში არ მაქვს პროვინციული აზროვნება. საჭიროა კანდიდატი, რომელმაც იცის, რა ილაპარაკოს, რა უნდა თქვას მეზობლებთან და ევროპასთან, მაგრამ, თუ შემდგარი სახელმწიფო გვინდა, აუცილებელია ქართული მოთხოვნების დაყენება. ამომრჩევლის ეს 60% ასეთ კანდიდატს ელოდება", - აღნიშნა ხაჩიძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0