ყველაფერი ლაზერული ეპილაციის შესახებ – პროცედურის დადებითი და უარყოფითი მხარეები

© FB / Medical Groupეპილაცია
ეპილაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოსაშორებლად უმტკივნეულო, უსაფრთხო და სწრაფი საშუალებაა. ამ მეთოდით თმის მოშორება ფართოდაა დანერგილი თანამედროვე კოსმეტოლოგიაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.

ლაზერული ეპილაციის აპარატები მსოფლიო ბაზარზე 1997 წლიდან გამოჩნდა და იყოფა სხვადასხვა ტიპებად — რუბი ლაზერი, რომელიც თითქმის აღარ გამოიყენება, ალექსანდრიტის ლაზერი, დიოდის ლაზერი და ნეოდიუმის ლაზერი. ბოლო წლების განმავლობაში ლაზერული ეპილაცია მსოფლიო დერმატო-კოსმეტოლოგიის ბაზარზე ყველაზე პოპულარული მანიპულაციაა.

ლაზერული ეპილაცია – ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხორციელდება ორგანიზმიდან თმის მოშორება გრძელ-იმპულსოვანი ლაზერის მიერ და ამასთან ერთად თმის შესაბამისი ანატომიური წარმონაქმნების დაზიანება იმ ეტაპამდე, სანამ ისინი ბოლომდე არ შეწყვეტენ თმის წარმოქმნას.

პროცედურის ეფექტურობა დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე. განსაკუთრებით სწრაფად — 2-3 პროცედურაში თმა თითქმის ქრება იღლიის, ბიკინის, კიდურების, წელის, მუცლის და მკერდის არეში. სახის არეში კი დაახლოებით 5-10 პროცედურას საჭიროებს.

პერმანენტული მაკიაჟი - Sputnik საქართველო
პერმანენტული მაკიაჟი – პროცედურა, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

პროცედურა უმტკივნეულოა და ანესთეზიას არ საჭიროებს. აპარატში დამონტაჟებულია უნიკალური გამაგრილებელი სისტემა, რომელიც იცავს კანს გადახურებისგან, წვისგან და პაციენტს არ ექმნება დისკომფორტი, რაც პროცედურის უსაფრთხოების გარანტიაა.

დღესდღეობით საუკეთესო ლაზერული ეპილაციის აპარატს წარმოადგენს ALMA Sorpano ICE Platinum. ის არის ერთადერთი აპარატი მსოფლიო ბაზარზე, რომელიც აერთიანებს სამივე ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგიას (დიოდი, ალექსანდრიტი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაციაში. ეს აუცილებელია, რათა ლაზერის სხივმა მოახდინოს ეფექტური თერმული ზემოქმედება კანქვეშ თმის შესაბამის ანატომიურ წარმონაქმნებზე. ამასთან ერთად სისტემა აღჭურვილია რევოლუციური SHR In-Motion ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს პროცედურის უსაფრთხოებას, კომფორტს და ხდის მას მეტად ეფექტურს. გაუმჯობესებულია გაგრილების სისტემა, რაც კიდევ უფრო ზრდის პროცედურის უსაფრთხოებას და მინიმუმამდე დაჰყავს გვერდითი ეფექტების რისკი. აღნიშნული აპარატი არის გაცილებით მძლავრი, მეტად ეფექტური, უფრო სწრაფი, უმტკივნეულო და უსაფრთხო.

პლაჟი ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
როგორ მოვუაროთ სახის კანს სიცხეში – კოსმეტოლოგის რჩევები

ყველაფრის მიუხედავად ნებისმიერ ლაზერულ ეპილაციას აქვს უკუჩვენება. ფეხმძიმობის და ლაქტაციის დროს პროცედურის ჩატარება არ შეიძლება. ასევე კანის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს და იმ შემთხვევაში, თუ რუჯი მინიმუმ ორი კვირით ადრე გაქვთ მიღებული ეპილაციამდე. მიუხედავად იმისა, რომ ლაზერული ეპილაცია უსაფრთხოა და ჯანმრთელობისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და მისი გაკეთება 18 წლამდე არ არის რეკომენდებული.

ლაზერული ეპილაციის შემდგომ თქვენი კანი ხდება მეტად მგრძნობიარე, შესაბამისად, უნდა მოერიდოთ შემდეგს:

* ეპილაციის შემდეგ 3-6 საათის განმავლობაში წყალი საერთოდ არ უნდა შეეხოს კანის ქსოვილს;

* განსაკუთრებით ცხელი აბაზანის მიღებას, საუნაში და საცურაო აუზზე ვიზიტს, ვარჯიშს 24-48 საათის განმავლობაში;

* სოლარიუმში გარუჯვას 24-48 საათის განმავლობაში;

ელენე ერქომაიშვილი - Sputnik საქართველო
ბებიის ნაკვალევზე - ხელით დამზადებული მცენარეული კოსმეტიკა

* არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (მაკიაჟი) 12-24 საათის განმავლობაში, რადგან ეპილაციის შემდეგ გახსნილია ფორები და იზრდება ინფექციის შეჭრის შანსი;

* მოერიდეთ მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმას 48 საათის განმავლობაში;

* ნებისმიერი სხვა საშუალება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება!

„Sputnik–საქართველო“ შეეცადა გაერკვია საქართველოში ქალბატონები რამდენად ხშირად სარგებლობენ ლაზერული ეპილაციით და შედეგიანია თუ არა ეს პროცედურა მათთვის.

მაია ზარდიაშვილი, 28 წლის

„ერთი წელი იქნება, რაც ლაზერული ეპილაციის გაკეთება დავიწყე და უკვე მიქრება. 4-5 თვეში ერთხელ ვიკეთებ კლინიკა „მედიში“. თავიდან უფრო ხშირად მიწევდა გაკეთება. ძალიან კმაყოფილი ვარ“.

ქალი გიშერის კოსმეტიკით - Sputnik საქართველო
„გიშერი’’ – საქართველოში წარმოებული ნატურალური კოსმეტიკის ბრენდი

ნარინე სააკიანი, 26 წლის

„სამი წელი კლინიკა „მედიში“ ვიკეთებდი ლაზერულ ეპილაციას. შესაშური შედეგი ნამდვილად არ მქონდა. შემდეგ დიოდური ეპილაცია გავიკეთე ერთ-ერთ სალონში და უფრო კმაყოფილი დავრჩი, ვიდრე ლაზერით“.

მაიკო მიქაძე, 36 წლის

„ბოდილაინში“ ვიკეთებ ალექსანდრიტის ლაზერით. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები მაქვს, მაინც მაქვს შედეგი. სამ თვეში ერთხელ მიწევს გაკეთება და უკვე მიქრება“.

რუსკა ჯაში, 29 წლის

„უკვე ორი წელია ლაზერულ ეპილაციას ვიკეთებ სხეულის სხვადასხვა ზონებში. გაქრობით არ მიქრება, მაგრამ ეპილაციის შემდეგ 3-4 თვე დასვენებული ვარ. ბედნიერი ვარ, რადგან ორი წელია ჩემ აბაზანაში სამართებელი აღარ მინახავს“.

ყველა ახალი ამბავი
0