როგორ მოვუაროთ სახის კანს სიცხეში – კოსმეტოლოგის რჩევები

© photo: Sputnik / Levan Avlabreliპლაჟი ლისის ტბაზე
პლაჟი ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულში სახის კანი შრება და ძლიერ სტრესს იღებს, განსაკუთრებით, გარუჯვის შემდეგ.

როგორ მოვუაროთ სწორად სახის კანს, რათა გაღიზიანება ავიცილოთ თავიდან, ამის შესახებ "Sputnik-საქართველოს" კოსმეტოლოგი ოლიკო მაჩაბელი ესაუბრა.

"ზაფხულში სახის კანს ფრთხილად და ნაკლებ აგრესიულად უნდა მოვუაროთ, რადგან თბილი, ტენიანი ჰაერისგან ფორები ფართოვდება. აუცილებელია მუდმივად დამცავი კრემის წასმა, განსაკუთრებით, მზის აბაზანების მიღებისას. გამოიყენეთ წყლის ემულსიაზე დამზადებული კრემები, რათა ცხიმიანმა კრემმა ფორების დაცობა არ გამოიწვიოს", — აღნიშნა კოსმეტოლოგმა.

ბავშვები შადრევანთან თამაშობენ - Sputnik საქართველო
საქართველოში +42 გრადუსია მოსალოდნელი: როგორ ვუშველოთ თავს სიცხის დროს

სპეციალისტის თქმით, ზაფხულში აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.

"პიგმენტაციისადმი განწყობილმა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ დამცავი კრემი SPF-50, დანარჩენებისთვის საკმარისია SPF-15, რათა კანის ტონი გარუჯვის დროს თანაბარი და ლამაზი იყოს", — განაცხადა მაჩაბელმა.

კოსმეტოლოგი ასევე გვირჩევს ხილის ნიღბების გამოყენებას, მაგრამ მხოლოდ საღამოს, რადგან დილით გაწმენდილმა კანმა დამცავი კრემის გარეშე შეიძლება დამწვრობა მიიღოს.

"გარდა ამისა, შესაძლებელია მსუბუქი ნიღბების გამოყენება რძემჟავა პროდუქტების — კეფირისა და მაწვნისგან. იმისთვის, რომ სახის კანი დამშვიდდეს, აუცილებელია ნიღაბი სახეზე 10-15 წუთი გავიჩეროთ. ზაფხულში კანი ძალიან დიდი რაოდენობით სინოტივეს კარგავს, კარგავს კოლაგენს და ირღვევა კანის წყლის ბალანსი", — აღნიშნა მაჩაბელმა.

გარუჯვის შემდეგ ცივი წყლით დაბანა არ შეიძლება, აღნიშნა კოსმეტოლოგმა.

"სჯობს სახე გავიწმინდოთ თბილი ჩაით, ან თბილი წყლით დავიბანოთ. აუცილებლად უნდა წავისვათ მკვებავი დამატენიანებელი კრემი. ძალიან კარგი და სასარგებლოა მინერალური წყლით დაბანა. გარდა ამისა, არ გირჩევთ ძლიერად გარუჯვას, რადგან კანი ძალიან ტრავმირებული ხდება და ჩნდება პიგმენტური ლაქები. ზაფხულში კანი ძლიერი სიცხისგან შრება, ამიტომ მათ, ვისაც ძლიერი გარუჯვა სურს, ვაფრთხილებ — ეს კანს ძალიან ვნებს", — აღნიშნა მაჩაბელმა.

პლაჟი - Sputnik საქართველო
როგორ ავიცილოთ თავიდან სითბური დარტყმა

ზაფხულში ულტრაიისფერი სხივების მიღებისას ცხიმების ძლიერი გამოყოფა მიმდინარეობს, ამიტომ დამცავი კრემის გამოყენება კარგია როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი კანისთვის.

"იმ შემთხვევაში, თუ მზეზე ალერგია გაქვთ, ექიმის დანიშნულებით აუცილებელია წამლების მიღება. მაგალითად, აკნეს დროს მოჩანს, თითქოს კანი ულტრაიისფერი სხივებით უკეთესი ხდება, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ეფექტია. რაღაც დროის შემდეგ კანის მდგომარეობის ძლიერი გაუარესება იწყება", — განაცხადა კოსმეტოლოგმა.

სახის კანის გაწმენდა ზაფხულში არ ღირს, გვირჩევს სპეციალისტი.

"შეიძლება კანის გაწმენდა სკრაბით და ხილის მსუბუქი პილინგის გაკეთება. ამის შემდეგ აუცილებელია დამცავი კრემის, თიხაზე დამზადებული ნიღბების წასმა, რომლებიც ფორებს ავიწროებს, ასევე წყალმცენარეებზე, კალენდულაზე (გულყვითელა), გვირილაზე დამზადებული ნიღბები. ძალიან კარგია სახის გაწმენდა მწვანე ჩაით, რისი წყალობითაც ფორები ვიწროვდება და კანი უფრო ლამაზად გამოიყურება", — აღნიშნა მან.

მთავარია, რომ ზაფხულში თავიდან ავირიდოთ კანის გამოშრობა, უნდა დალიოთ ბევრი წყალი და მიიღოთ ბევრი ხილი.

© Sputnik / Maria Tsimintiaროგორ მოვიქცეთ ცხელ ამინდში
როგორ მოვიქცეთ ცხელ ამინდში - Sputnik საქართველო
როგორ მოვიქცეთ ცხელ ამინდში

 

ყველა ახალი ამბავი
0