როგორ ავიცილოთ თავიდან სითბური დარტყმა

გამოწერა
გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები და თქვენ და თქვენი ახლობლები თავს დაიცავთ სითბური დარტყმისგან.

სითბური დარტყმა, რომელსაც ჩვენ მზის დარტყმას ვუწოდებთ, ჰიპერთერმიის ფორმაა, რომლის დროს სხეულის ტემპერატურა მკვეთრად მატულობს. ზაფხულის სეზონზე მზის აბაზანების მოყვარულები, და არა მარტო, ხშირად თავს საფრთხეში იგდებენ.

გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ აიცილოთ სითბური დარტყმა თავიდან, რათა მზეზე ნებივრობის სიამოვნება ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში არ გადაიზარდოს.

ჩვეულებრივ, სხეულს ოფლი აგრილებს, მაგრამ როდესაც მზის დარტყმისას ტემპერატურა იმატებს, ორგანიზმისთვის ძალიან მძიმე ხდება დამოუკიდებლად ამასთან გამკლავება და მას დახმარება სჭირდება.

ამინდი - Sputnik საქართველო
მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

მზის დარტყმის მიზეზები და ფაქტორები:

თუ ცხელ ან ნესტიან კლიმატში ცხოვრობთ, თქვენთვის სითბური დარტყმის მეტი რისკი არსებობს.

სითბური დარტყმა, პირველ რიგში, მათ ემართებათ, ვინც საკმარისი რაოდენობის წყალს არ იღებს, რადგან გაუწყლოვანებას შეუძლია გააუარესოს ან დააჩქაროს სითბური დარტყმის შედეგები.

ის ასევე შეიძლება ფიზიკური დატვირთვის დროს გამოჩნდეს.

სითბური დარტყმის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

1. ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რადგან როდესაც თქვენი კანი იწვება, ამით სხეული სითბური დარტყმისგან დაცვის ერთ–ერთ ძირითად საშუალებას კარგავს

ეს თქვენს სხეულს შესაბამის ტემპერატურამდე გაგრილების დაბრკოლებას უქმნის!

2. მზეზე ნუ გახვალთ პიკის საათისას – 10–დან 14 საათამდე. ამ პერიოდში მზის დარტყმის ალბათობა ყველაზე მაღალია.

ამ დროს მოერიდეთ მზეს და შეამცირეთ ფიზიკური აქტიურობა.

3. დალიეთ ბევრი წყალი, თუნდაც სითბური დარტყმის რისკის ქვეშ არ იყოთ.

ლისის ტბა - Sputnik საქართველო
თბილისში 125-მა ადამიანმა მზით დამწვრობა მიიღო

თქვენი წონა გაყავით ორზე – სწორედ ამდენი მილილიტრი წყალი უნდა მიიღოთ ყოველდღე. როდესაც ქუჩაში იმყოფებით, კიდევ უფრო მეტი წყალი უნდა დალიოთ.

4. ნუ ჩაიცვამთ მჭიდრო და მუქი ფერის ტანსაცმელს – მას შეუძლია ოფლის გამოყოფა გააძლიეროს და სხეულის ტემპერატურა გაზარდოს. როდესაც ქუჩაში გახვალთ, ჩაიცვით თავისუფალ თარგზე გამოჭრილი და ღია ტონების ტანსაცმელი.

5. მიიღეთ გრილი ან ოთახის ტემპერატურის აბაზანა/შხაპი: თუ ფიქრობთ, რომ სითბური დარტყმის ნიშნები გაქვთ, შხაპი ან აბაზანა სხეულის გაგრილებაში დაგეხმარებათ.

არ მიიღოთ ცივი აბაზანა და შხაპი, რომელსაც თქვენი სხეულის შოკირება შეუძლია, ამის ნაცვლად თბილი ან გრილი შხაპი მიიღეთ.

6. თავი აარიდეთ მძიმე და ცხიმიან საკვებს: თქვენი სხეული ამ დროს ძნელად გადასამუშავებელი საკვების გადამუშავებას უნდება და მისთვის ძნელია ჰომეოსტაზის შენარჩუნება.

მიიღეთ მსუბუქი საკვები, ხილი და ბოსტნეული.

CC BY 2.0 / Flickr/ Meraj Chhaya / Tanningადამიანის კანი „იმახსოვრებს“ ყველა დამწვრობას, რომელსაც კი იღებს ცხოვრების განმავლობაში
ადამიანის კანი „იმახსოვრებს“ ყველა დამწვრობას, რომელსაც კი იღებს ცხოვრების განმავლობაში  - Sputnik საქართველო
ადამიანის კანი „იმახსოვრებს“ ყველა დამწვრობას, რომელსაც კი იღებს ცხოვრების განმავლობაში

გაითვალისწინეთ ეს რჩევები. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ან ატყობთ, რომ სითბური დარტყმა მიიღეთ და დამოუკიდებლად ამ პრობლემას ვერ ერევით, მიმართეთ ექიმს, თვითმკურნალობამ შესაძლოა თქვენ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

ყველა ახალი ამბავი
0