თბილისში 125-მა ადამიანმა მზით დამწვრობა მიიღო

© photo: Sputnik / Levan Avlabreliლისის ტბა
ლისის ტბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუჯის მიღებისას ბევრი ადამიანი სიფრთხილის ზომებს ივიწყებს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ზაფხულის დადგომასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებს მზით დამწვრობის მიზეზით 125-მა ადამიანმა მიმართა, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

125 ადამიანიდან 10 კლინიკაში მკურნალობს, დანარჩენები – შინ. მათ შორის სამი ბავშვია. ყველაზე პატარა პაციენტი ოთხი წლის არის, ყველაზე უფროსი — 65-ის.

ლისის ტბა მზის ჩასვლისას - Sputnik საქართველო
თბილისის რომელ პლაჟებზე შეიძლება უსაფრთხო ბანაობა

"ყველანი ირუჯებოდნენ და მზით დამწვრობა მიიღეს. რა თქმა უნდა, ბავშვები არ ირუჯებოდნენ, მაგრამ მშობლების გვერდით თამაშობდნენ, უყურადღებობისა და იმის გამო, რომ მათ მზისგან დამცავი კრემი არ წაუსვეს, მათაც დამწვრობები მიიღეს. ახლა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია", — განაცხადა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, დამწვრობის ცენტრებში ხვდებიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები.

რაც შეეხება სხვადასხვა ნახარშების გამოყენებას, ქაშიბაძის თქმით, წელს რუჯის მისაღებად ლუდი გამოიყენა მხოლოდ რამდენიმე მანდილოსანმა, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. ლეღვის ფოთლის ნახარშის გამოყენება, რომელმაც შეიძლება ძლიერი დამწვრობა გამოიწვიოს, ჯერჯერობით წელს არავის გაურისკავს, აღნიშნა მან.

ლისის ტბაზე თბილისელების სიმრავლეა. - Sputnik საქართველო
რუჯი, კატამარანი, პლაჟი და ზაფხულის განწყობა თბილისში

საქართველო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, შეპყრობილია გარუჯვის კულტით. ზაფხულობით დედაქალაქში ყველა აუზი გადავსებულია ხალხით.

შოკოლადისფერი რუჯის მისაღებად მშვენიერი სქესის ზოგიერთი წარმომადგენელი თავის რეცეპტსაც კი იგონებს, მაგალითად, ზემოხსენებულ ლეღვის ფოთლების ნახარშს, სხვადასხვა კოქტეილს, რომელშიც შედის ლუდი, ყავა, სოდა, სტაფილო. ეს კი, როგორც წესი, მეორე ან მესამე ხარისხის დამწვრობით მთავრდება.

ქაშიბაძემ გაიხსენა მსგავსი "შემოქმედების" ყველაზე მძიმე შედეგები. მაგალითად, 62 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშის გამოყენების შემდეგ 40%-იანი დამწვრობა მიიღო, ხოლო ერთ-ერთმა პაციენტმა – გარუჯვისას სხეულის ზედაპირის სულაც 90%-იანი დამწვრობა.

ყველა ახალი ამბავი
0