პერმანენტული, ანუ კონტურული მაკიაჟი მარტივი გამოსავალია იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ყოველ დილით სარკის წინ გარკვეული დროის გატარება. ეს პროცედურა ტატუაჟის ნაირსახეობაა. პერმანენტული მაკიაჟის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერ დროს უბადლოდ გამოიყურებოდეთ.
მისი აქტიური გამოყენება კოსმეტოლოგებმა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს. კონტურული მაკიაჟის პირველი წარმატებული „გამოცდა" ჩინეთში ჩატარდა. მუქი წითელი საღებავით ტუჩის კონტური გამოკვეთეს, მაგრამ ეს პროცედურა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ მსგავსი მაკიაჟის გაკეთების სურვილი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა. დღეს კი ყველაფერი სხვაგვარადაა. რა პროცედურას მოითხოვს პერნანენტული მაკიაჟი, რამდენად ხანგრძლივი და ეფექტურია შედეგი, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „ლოტუსის" ექიმი-კოსმეტოლოგი მარიამ პატიაშვილი საუბრობს.
– რა არის პერმანენტული მაკიაჟი?
— პერმანენტული მაკიაჟი (ტატუაჟი) ლათინური სიტყვა permanent-დან მოდის, რაც ქართულად მუდმივს, ხანგრძლივს ნიშნავს. ეს არის კოსმეტიკური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც მიკროინექციების გამოყენებით კანის ზედაპირულ შრეში ხდება სპეციალური მინერალური პიგმენტის შეყვანა და ხანგრძლივად მოქმედი მაკიაჟის (3 წლამდე) დახატვა. პერმანენტული მაკიაჟი გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ ტუჩის, წარბის, ქუთუთოს ფერი და ფორმა, გავასწოროთ ასიმეტრია, დავხატოთ არარსებული ხალი ან დავფაროთ დეფექტები ზემოთ ჩამოთვლილ ზონებზე (მაგალითად, პოსტტრავმული ნაწიბური).
– რა პროცედურას მოითხოვს იგი?
— პროცედურამდე პაციენტთან შეთანმხებით ხდება სასურველი ფერისა და ფორმის შერჩევა, სპეციალისტი წინასწარ ხატავს ზონას კოსმეტიკური ფანქრით და შემდეგ იწყება უშუალოდ პროცედურა, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა. პროცედურა 1,5-2 საათამდე გრძელდება, დამოკიდებულია დასამუშავებელ ზონაზე და შესასრულებელი სამუშაოს სირთულეზე.
– რამდენად მტკივნეულია პროცედურა?
— პროცედურის დაწყებამდე დასამუშავებელი ზონა ყუჩდება სპეციალური საანესთეზიო კრემით, ამიტომ პროცედურა მაქსიმალურად კომფორტული და უმტკივნეულოა.
– რამდენად ხანგრძლივი და ეფექტურია შედეგი?
— პროცედურის ჩატარებიდან ერთ თვეში პიგმენტის დასაფიქსირებლად საჭიროა დამუშავებული ზონის კორექცია. მიღებული ეფექტი კი სამ წლამდე ვადით რჩება. ვინაიდან პიგმენტი მინერალური წარმოშობისაა, ეფექტის გასვლის შემდეგ ის გაფერმკრთალდება და შემდეგ სრულად გაიწოვება. თუმცა, ესეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმზე, იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს პიგმენტს კონკრეტული კანი.
„ლოტუსი" გამოირჩევა პროფესიონალური გუნდით, მომსახურებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც მომხმარებელს წარბის ღეროვანი, ე.წ. 3D ტატუაჟი შესთავაზა. პროცედურა ჩვენთან თანამედროვე აპარატისა და მდგრადი პიგმენტის გამოყენებით ტარდება, რაც სასურველი შედეგის უსაფრთხოდ მიღწევაში გვეხმარება.
– ამ პროცედურას რაიმე სახის გვერდითი მოვლენები გააჩნია?
— პროცედურას გვერდითი მოვლენები თითქმის არ გააჩნია. ალერგიის რისკიც კი მინიმუმამდეა დაყვანილი.
– ფასები რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის?
— პროცედურის ფასი 96-ლარიდან იწყება და 300 ლარამდე მერყეობს, დამოკიდებულია დასამუშავებელ ზონაზე და შესასრულებელი სამუშაოს სირთულეზე.
P.s. ამ პროცედურის გაკეთება არ შეიძლება:
— ძლიერმოქმედი მედიკამენტების მიღების დროს;
— სერიოზული დაავადების, მაგალითად, ჰეპატიტის, დიაბეტის დროს;
— ორსულობის, ან ძუძუთი კვების დროს;
— მენსტრუალური ციკლის დროს.