ბებიის ნაკვალევზე - ხელით დამზადებული მცენარეული კოსმეტიკა

გამოწერა
უნიკალურ რეცეპტებში თავმოყრილ, 100%-ით ბუნებრივი კომპონენტებით დამზადებულ ხელნაკეთ საპნებს საქართველოშიც შეხვდებით. ეს ყველაფერი ხუთი წლის წინ დაიწყო. ელენე ერქომაიშვილმა საპნის დამზადება ბებიისგან ისწავლა.

პატარა ელენე გულისყურით ადევნებდა თვალყურს ბებიას, თუ როგორ ხარშავდა საპონს. ეს პროცესი იმდენად დაილექა მის გონებაში და იმხელა გავლენა იქონიან პატარა გოგონაზე, რომ ამან მთელი მისი შემდეგი ცხოვრება შეცვალა…

საპნის დამზადება მისთვის ხელოვნებაა. ფერთა საოცარი გამა, საუცხოო, მიმზიდველი სურნელი, სასარგებლო თვისებები-ეს მის მიერ შექმნილი პროდუქციის დამაზასიათებელი თვისებებია.

© FB/ ნატურალური ხელნაკეთი საპონი "Elena's soap"ნატურალური ხელნაკეთი საპონი
ნატურალური ხელნაკეთი საპონი - Sputnik საქართველო
ნატურალური ხელნაკეთი საპონი

— ვაწარმოებ ნატურალურ საპონს. ეს არის ნატურალური ხელნაკეთი საპონი ნულიდან, ანუ არ ვიყენებ საპნის ფუძეს და არის ნატურალურ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული. დანიშნულების მიხედვით გამოიყენება. ვამზადებ საბავშვო საპნებს, ასევე მამაკაცისთვის განკუთვნილ საპნებს და ა.შ. შეიცავს სხვადასხვა სახის სასარგებლო დანამატებს. მაგალითად რძით, თაფლით, ღვინით, ალოეს წვენით და სხვა.

- ყველა ტიპის კანისთვის ამზადებთ საპონს?

— დიახ კანის ტიპის მიხედვითაც იყოფა. ცხიმიან კანს სხვა საპონი უხდება, გამომშრალ კანს სხვა. გამომშრალი კანისთვის კარგია თხის რძეზე დამზადებული საპონი.

ჩემი დამზადებული საპონი არ აშრობს კანს, არ ტოვებს კანზე ნადებს, ხელს უწყობს ყველა ნორმალური და ჯანსაღი პროცესის მიმდინარეობას კანზე. ამ საპნის მოქმედება უნდა გამოსცადო ერთხელ და მიხვდები რა უპირატესობა აქვს მას.

© FB/ ნატურალური ხელნაკეთი საპონი "Elena's soap"ნატურალური ხელნაკეთი საპონი
ნატურალური ხელნაკეთი საპონი - Sputnik საქართველო
ნატურალური ხელნაკეთი საპონი

- სად და როგორ შეისწვლეთ საპონის დამზადება?

ბებიაჩემი ხარშავდა საპონს. ბავშვობიდან ვადევნებდი ამ პროცესს თვალს. მე საპნის ხარშვის მეთოდი გავათანამედროვე, მაქვს ჩემი რეცეპტები, სიახლეებს ვიღებ ყოველდღიურად. მე საპნის დაოსტატების საერთაშორისო სკოლაში ვმონაწილეობ და ეს რეცეპტები გავხადე მთლიანად მცენარეული. ბავშვები როცა გამიჩნდა უფრო ინტენსიურად დავიწყე საპნის დამზადება. გავედი დეკრეტში, მოვწყდი სამსახურს და გამიჩნდა ბევრი თავისუფალი დრო, ამიტომ წამოვიწყე ეს საქმიანობა. ეს იყო ხუთი წლის წინ.

- რთული იყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

— თავდიან ძალიან გამიჭირდა. დაახლოებით ორი წელი ვეწეოდი პიპულარიზაციას, გავაცანი ხალხს ჩემი გაკეთებული საპნები. შეადარეს მაღაზიის საპნებს, გააკეთეს დასკვნები და შემდეგ უკვე არჩევანი. მიხვდნენ, რომ ხელით გაკეთებულ, ნატურალურ საპონს ბევრად მეტი უპირატესობა აქვს.

- თქვით, რომ თქვენი დამზადებული საპნები მცენარეულია. იქნებ ადამიანი ალერგიულია, წინასწარ დაგიხართ კონსულტაციას?

— მომხმარებელს წინასწარ ვაფრთხილებ. მაგალითად თაფლზე ბევრს აქვს ალერგია და ყოველთვის ვეკითხები და ვაფრთხილებ, როცა თაფლიანი საპონის შეძენა უნდათ. ალერგიულია ქოქოსის რძე, სხვადასხვა ბალახების ნახარში და ა.შ. შემადგენლობას ყოველთვის ვაცნობ მომხმარებელს. ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ვურჩევ პროდუქციას.

© FB/ ნატურალური ხელნაკეთი საპონი "Elena's soap"ნატურალური ხელნაკეთი საპონი
ნატურალური ხელნაკეთი საპონი - Sputnik საქართველო
ნატურალური ხელნაკეთი საპონი

- სად ამზადებთ საპნებს? სპეციალური გარემო გაქვთ გამოყოფილი თუ სახლის პირობებში მუშაობთ?

წლების მანძილზე სახლის პირობებში ვამზადებდი. სულ ეხლახანს გავხსენი სახელოსნო თაბუკაშვილის 19 ნომერში, სადაც ვამზადებ კიდეც საპნებს და შეძენაც არის შესაძლებელი. აქვე შუძლია მომხმარებელს დააკვირდეს და დაათვალიეროს ყველაფერი.

- თუ იყო შემთხვევა, რომ არ გამოგდიოდათ ისე, როგორც საჭირო იყო, ვერ აღწევდით სასურველ შედეგს და გიფიქრიათ ყველაფრისთვის თავი დაგენებებინათ?

— მქონდა შეფერხებები, იმედგაცრუებები, მაგრამ არასოდეს არ დავანებე თავი, რადგან ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო და ფულის შოვნის საშუალება. ძალიან მაინტერესებს ეს საქმე. ერთგვარი აზარტია. ეს არის ჩემი ჰობი, რომლის გარეშეც ჩემი ცხოვრება ვე წარმომიდგენია. სულ, რომ არ გაიყიდოს, მაინც ვერ შევეშვები.

- გარდა ეფექტისა, ქალებს და არამარტო ქალებს იზიდავთ სასიამოვნო სურნელი. რამდენად გამყოლი სუნი აქვს თქვენს მიერ დამზადებულ საპნებს?

— სასწაული არომატები აქვს. სუნი რჩება კანზე მთელი დღის განმავლობაში. მითუმეტეს ეხლა ზაფხული მოდის, მენთოლის საპნები შემოვა. ძალიან კარგ შეგრძნებებს ტოვებს კანზე. არომატების ფართო არჩევანია. ვამზადებ ყვავილის სურნელის მქონე საპნებს, იასამანი, ნუში, ალუბალი, ასევე ჟოლი, მანგო, გრეიფრუტი, თაფლი, ქოქოსი, მწვანე ვაშლი და სხვა, ყველას ვერ ჩამოვთვლი. დაახლოებით 50 სახეობა მექნება. ვცდილობ სულ ვცვალო ასორტიმენტი. არის ძირითადი რეცეპტურა, რომელსაც ყოველთვის ვიმეორებ, რადგან არის ძალიან პოპულარული, მაგრამ ამასთანავე, ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაც ახალი შევთავაზო მყიდველს.

© FB/ ნატურალური ხელნაკეთი საპონი "Elena's soap"ნატურალური ხელნაკეთი საპონი
ნატურალური ხელნაკეთი საპონი - Sputnik საქართველო
ნატურალური ხელნაკეთი საპონი

- ბებიის რეცეპტით ისევ ამზადებთ საპონს?

სამწუხაროდ ბებიის რეცეპტით აღარ ვამზადებ. მე წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ, იქ იზრდება ისეთი ხე მცენარე, რომელიც ქაფდება. თანამედროვე პირობებში არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს მცენარე მოვიპოვო და ბებიის რეცეპტის მიხედვით დავამზადო საპონი, მაგარმ ეს რეცეპტურა გათანამედროვებულია და უკეთესია თვისებებით. ქაფდება შესანიშნავად, მშრალ ადგილას შენახვას არ საჭიროებს. ერთი სიტყვით ყველა თვისებით გამორჩეულია.

- საპნის გარად სხვა რა პროდუქციას აწარმოებთ?

— საპნის გარდა ვამზადებ სამკურნალო კოსმეტიკას. ეს არის სხვადასხვა დანიშნულების ნატურალური კრემები, ასევე ტონიკები, ტანის კრემი, სკრაბები, შამპუნები და ა.შ.

- სახის მოვლის რაიმე მარტივ რეცეპტს ხომ არ გვასწავლით?

— დიახ, შემიძლია ყველაზე მარტივი და ეფექტური რეცეპტი გირჩიოთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ალოე, სამი დღე შეინახოთ მაცივარში, სამი დღის შემდეგ ამ ალოეს დაჭრით პატარა ნაწილებად და გაყინავთ საყინულეში ყინულის ფორმებში. შემდეგ ყოველდღიურად შეგიძლიათ ერთი ნაჭერი ამოიღოთ და გაიწმინდოთ სახე. შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალებაა ალოეს წვენი.

ყველა ახალი ამბავი
0