14:00 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)
90 0 0

ამ ეტაპზე Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად კიდევ 80 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკი 18-დან 16 წლამდე დაიწევს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია: როდის დაიწყება ვაქცინაცია>>

Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაცია ამ ეტაპზე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

„იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ Pfizer-ზე ასაკი დაიწევს. ეს გაფორმდება მომავალ კვირის განმავლობაში მინისტრის ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინის 28.000 დოზა შემოვიდა, რომელიც ორ ნაწილად, ორი დოზისთვის გაიყოფა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ შემდეგ პროგრამა თანდათან გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.

მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 317.537 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 122.180 მოქალაქეს აქვს მიღებული.

ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო, ამასთან, იმატებს ე.წ. ინდური („დელტა"), უფრო აგრესიული შტამის შემთხვევები.

საქართველო მეოთხე ტალღის ზღურბლზეა – მთავარი ეპიდემიოლოგი>>

თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება და მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე, უცხოური გამოცემების ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2023 წელს დასრულდება. პანდემიის დასაძლევად დღეში 15-20 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს, აღნიშნავენ სპეციალისტები.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (952)

მთავარი თემები