Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია: როდის დაიწყება ვაქცინაცია

© REUTERS / KAMIL KRZACZYNSKIPfizer-ით ვაქცინაცია
Pfizer-ით ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა რაოდენობის ვაქცინა ჩამოვიდა. უწყების ინფორმაციით, Pfizer-თან ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო ეტაპობრივად 1.000.350 დოზა ვაქცინას მიიღებს.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ამერიკულ-გერმანული წარმოების Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით 16 წლის ზემოთ ასაკის პირები აიცრებიან
Pfizer-ით იმუნიზაცია პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი - „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური", „კავკასიის მედიცინის ცენტრი", აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი, ბათუმში რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო, ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და გორში გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.
ამ ეტაპისთვის, Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება.
სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე Pfizer-ითა და AstraZeneca-თი ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით Sinopharm-ით და Sinovac-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.
ვაქცინაცია აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
Pfizer კორონავირუსის წინააღმდეგ მესამე დოზას საჭიროდ მიიჩნევს
ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.xn--ge--2wnj/
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ შემდეგ პროგრამა თანდათან გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 317.537 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 122.180 მოქალაქეს აქვს მიღებული.
ყველა ახალი ამბავი
0