https://sputnik-georgia.com/20210702/Pfizer-16-wels-zemot-pirebi-aicrebian-252198065.html
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით 16 წლის ზემოთ ასაკის პირები აიცრებიან
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით 16 წლის ზემოთ ასაკის პირები აიცრებიან
Sputnik საქართველო
საქართველოში Pfizer–ის ვაქცინა უახლოეს პერიოდში შემოვა, დღეს კი ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის მილიონი დოზა მიიღო 02.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-02T20:15+0400
2021-07-02T20:15+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1c/251856449_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_f11eac531f54efb9b4d9d83812749146.jpg
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოში 16 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვეყნაში აღნიშნული ვაქცინა შემოვა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. „Pfizer–ს 16 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაციისთვის გამოყენების ნებართვა აქვს და ჩვენც ჩვენს პროგრამაში ცვლილებებს შევიტანთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.რაც შეეხება Pfizer–ის პრეპარატით 16 წლამდე პირთა ვაქცინაციას, რისი პრაქტიკაც რამდენიმე ქვეყანაშია, ეპიდემიოლოგის თქმით, საქართველო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანმოს გადაწყვეტილებას დაელოდება.დღეს საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის მილიონი დოზა მიიღო – ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 3 ივლისიდან დაიწყება, 5 ივლისიდან კი მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ქვეყანა Pfizer–ისა და AstraZeneca–ს ვაქცინებს ელოდება. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციისთვის 350–მდე ბრიგადაა მობილიზებული. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ბრიგადები დაემატება იმ რეგიონებში, სადაც ამის აუცილებლობა იქნება.ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა 266.161-მა პირმა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 104.196 მოქალაქე.
https://sputnik-georgia.com/20210702/saqarTvelom-Sinopharm-da-Sinovac-milioni-doza-miiRo-252197195.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1c/251856449_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_34e6f6502dd3cc541f2c79f6ff10a2c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით 16 წლის ზემოთ ასაკის პირები აიცრებიან
20:15 02.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) საქართველოში Pfizer–ის ვაქცინა უახლოეს პერიოდში შემოვა, დღეს კი ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის მილიონი დოზა მიიღო
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოში 16 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაცია Pfizer-ის პრეპარატით მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვეყნაში აღნიშნული ვაქცინა შემოვა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„Pfizer–ს 16 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაციისთვის გამოყენების ნებართვა აქვს და ჩვენც ჩვენს პროგრამაში ცვლილებებს შევიტანთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება Pfizer–ის პრეპარატით 16 წლამდე პირთა ვაქცინაციას, რისი პრაქტიკაც რამდენიმე ქვეყანაშია, ეპიდემიოლოგის თქმით, საქართველო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანმოს გადაწყვეტილებას დაელოდება.
დღეს საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის მილიონი დოზა მიიღო – ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 3 ივლისიდან დაიწყება, 5 ივლისიდან კი მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ქვეყანა Pfizer–ისა და AstraZeneca–ს ვაქცინებს ელოდება.
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციისთვის 350–მდე ბრიგადაა მობილიზებული. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ბრიგადები დაემატება იმ რეგიონებში, სადაც ამის აუცილებლობა იქნება.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა 266.161-მა პირმა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 104.196 მოქალაქე.