საქართველომ Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო

© AFP 2024 / LILLIAN SUWANRUMPHASinovac-ის ვაქცინა
Sinovac-ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების გათვლებით, ვაქცინაციის დღიურმა მაჩვენებელმა 20 ათასს უნდა მიაღწიოს, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60–70% იყოს აცრილი.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – 500 ათასი დოზა Sinopharm და 500 ათასი დოზა Sinovac შემოვიდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
ღარიბაშვილი: უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა მზადაა, ორშაბათიდან, 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს.
„ჩვენ აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები წარმატებით. დამატებით მილიონს კიდევ ველოდით, ალბათ ერთ თვეში შემოვა კიდევ ნახევარი მლნ დოზა Sinopharm და ნახევარი მლნ დოზა Sinovac. ანუ ჯამში 2 მილიონი გვაქვს შეკვეთილი", – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, ივლისში ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა Pfizer-ის ვაქცინის მილიონი დოზაც.
„ჯამში ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საშუალებას,რომ ჩვენ მიერ განსაზღვრული სამიზნე, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
12/7: ვაქცინაციაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები სამუშაო საათებს ზრდიან>>
ამჟამად ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200 კლინიკა, მუშაობს 281 ბრიგადა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა 266.161-მა ადამიანმა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 104.196 მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0