https://sputnik-georgia.com/20210714/chxaidze-saqartveloshi-koronavirusis-2023-wels-dasruldeba-252315802.html
ჩხაიძე: სავარაუდოდ, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2023 წელს დასრულდება
ჩხაიძე: სავარაუდოდ, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2023 წელს დასრულდება
Sputnik საქართველო
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გუშინ სამი რეკომენდაციით წარდგა – ვაქცინაციის... 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T12:58+0400
2021-07-14T12:58+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24857/03/248570398_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_bbb0b5939cbdfe8589eec0633710d00f.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა დაიწყო, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.ჩხაიძის განცხადებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ე.წ. დელტა შტამია გავრცელებული, აუცილებელია დღეში 15-20 ათასი ადამიანი აიცრას. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება და მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე, უცხოური გამოცემების ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია მხოლოდ 2023 წელს დასრულდება. ჩხაიძის მოსაზრებას იზიარებენ ქართველი ეპიდემიოლოგები და საზოგადოებას მძიმე და კრიტიკული რამდენიმე კვირის თაობაზე აფრთხილებენ. მათი თქმით, კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოში იქნება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით სპეციალისტები გარკვეული შეზღუდვების გადახედვაზე საუბრობენ.მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მასობრივი თავყრილობებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან კოვიდ-რეგულაციები და ხალხმრავალ ადგილებში პირბადე ატარონ.საქართველომ კორონავირუსის მესამე ტალღა გაზაფხულზე გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე 2020 წლის შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა იყო, როდესაც დღეში ინფიცირების 4-5 ათასი შემთხვევა ვლინდებოდა.საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.663 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 381 ათასს გადააჭარბა.რაც შეეხება ვაქცინაციას, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 317.537 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 122.180 მოქალაქეს აქვს მიღებული.ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20210713/saqartvelo-meotxe-talgis-zgurblzea-252308461.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24857/03/248570398_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_085abfe6ef91e99c4047f19275631826.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ჩხაიძე: სავარაუდოდ, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2023 წელს დასრულდება
12:58 14.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გუშინ სამი რეკომენდაციით წარდგა – ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, ტესტირების გაფართოება და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვა.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა დაიწყო, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
ჩხაიძის განცხადებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ე.წ. დელტა შტამია გავრცელებული, აუცილებელია დღეში 15-20 ათასი ადამიანი აიცრას. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება და მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე, უცხოური გამოცემების ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია მხოლოდ 2023 წელს დასრულდება.
ჩხაიძის მოსაზრებას იზიარებენ ქართველი ეპიდემიოლოგები და საზოგადოებას მძიმე და კრიტიკული რამდენიმე კვირის თაობაზე აფრთხილებენ. მათი თქმით, კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოში იქნება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით სპეციალისტები გარკვეული შეზღუდვების გადახედვაზე საუბრობენ.
მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მასობრივი თავყრილობებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან კოვიდ-რეგულაციები და ხალხმრავალ ადგილებში პირბადე ატარონ.
„ჩვენ პირბადე უნდა ვატაროთ არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც, სადაც ხალხმრავლობაა და სოციალური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. სახელმწიფომ ასევე უნდა გადახედოს იმ ქვეყნებთან მიმოსვლის საკითხს, სადაც ე.წ. ინდური შტამის ფართო გავრცელება ფიქსირდება", – განაცხადა გოგინავამ.
საქართველომ კორონავირუსის მესამე ტალღა გაზაფხულზე გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე 2020 წლის შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა იყო, როდესაც დღეში ინფიცირების 4-5 ათასი შემთხვევა ვლინდებოდა.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.663 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 381 ათასს გადააჭარბა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 317.537 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 122.180 მოქალაქეს აქვს მიღებული.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.