https://sputnik-georgia.com/20210713/saqartvelo-meotxe-talgis-zgurblzea-252308461.html
საქართველო მეოთხე ტალღის ზღურბლზეა – მთავარი ეპიდემიოლოგი
საქართველო მეოთხე ტალღის ზღურბლზეა – მთავარი ეპიდემიოლოგი
Sputnik საქართველო
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების შესახებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ღიად საუბრობენ და მოსახლეობას კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ... 13.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-13T16:54+0400
2021-07-13T16:54+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251208788_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_021c4e3ab34378bea2580e8ce232deb9.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების ძალზე მძიმე მეოთხე ტალღის ზღურბლზეა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება, აქედან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სამი რეკომენდაციით წარდგა – ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, ტესტირების გაფართოება და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვა.„დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, უფრო გამგები, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ (კორონავირუსის) მძიმე, მეოთხე ტალღაში", – განაცხადა გამყრელიძემ.მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ კორონავირუსმა არ იცის „არც პოზიცია, არც ოპოზიცია - ყველა შეიძლება დაავადდეს".საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.862 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 379 ათასს გადააჭარბა. ამ დროისთვის ქვეყანაში 310.322 ადამიანია ვაქცინირებული, მათგან ორი დოზით 120.479 მოქალაქე.
https://sputnik-georgia.com/20210713/gamyreliZe-delta-Stami-bavSvebs-azianebs-252306820.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251208788_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_17c7e62b5a9f38cfb5dee8440d99edf9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
საქართველო მეოთხე ტალღის ზღურბლზეა – მთავარი ეპიდემიოლოგი
16:54 13.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების შესახებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ღიად საუბრობენ და მოსახლეობას კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების ძალზე მძიმე მეოთხე ტალღის ზღურბლზეა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება, აქედან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სამი რეკომენდაციით წარდგა – ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, ტესტირების გაფართოება და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვა.
„დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, უფრო გამგები, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ (კორონავირუსის) მძიმე, მეოთხე ტალღაში", – განაცხადა გამყრელიძემ.
მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ კორონავირუსმა არ იცის „არც პოზიცია, არც ოპოზიცია - ყველა შეიძლება დაავადდეს".
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.862 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 379 ათასს გადააჭარბა. ამ დროისთვის ქვეყანაში 310.322 ადამიანია ვაქცინირებული, მათგან ორი დოზით 120.479 მოქალაქე.