https://sputnik-georgia.com/20210714/Pfizer--ze-registraciis-asaki-16-wlamde-daiwevs-252316120.html
საქართველოში Pfizer-ზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს
საქართველოში Pfizer-ზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად კიდევ 80 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება. 14.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-14T13:44+0400
2021-07-14T13:44+0400
2023-08-17T18:12+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251563931_0:310:3072:2048_1920x0_80_0_0_aa05555077bffc20e0204d12e9649c24.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკი 18-დან 16 წლამდე დაიწევს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია: როდის დაიწყება ვაქცინაცია>>Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაცია ამ ეტაპზე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინის 28.000 დოზა შემოვიდა, რომელიც ორ ნაწილად, ორი დოზისთვის გაიყოფა.საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ შემდეგ პროგრამა თანდათან გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 317.537 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 122.180 მოქალაქეს აქვს მიღებული.ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო, ამასთან, იმატებს ე.წ. ინდური („დელტა"), უფრო აგრესიული შტამის შემთხვევები.საქართველო მეოთხე ტალღის ზღურბლზეა – მთავარი ეპიდემიოლოგი>>თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება და მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე, უცხოური გამოცემების ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2023 წელს დასრულდება. პანდემიის დასაძლევად დღეში 15-20 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს, აღნიშნავენ სპეციალისტები.
https://sputnik-georgia.com/20210714/chxaidze-saqartveloshi-koronavirusis-2023-wels-dasruldeba-252315802.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251563931_0:118:3072:2048_1920x0_80_0_0_c73a3452aa1eb0898ecef59a6361b169.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოში Pfizer-ზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს
13:44 14.07.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ამ ეტაპზე Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად კიდევ 80 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკი 18-დან 16 წლამდე დაიწევს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაცია ამ ეტაპზე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
„იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ Pfizer-ზე ასაკი დაიწევს. ეს გაფორმდება მომავალ კვირის განმავლობაში მინისტრის ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის", - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინის 28.000 დოზა შემოვიდა, რომელიც ორ ნაწილად, ორი დოზისთვის გაიყოფა.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ შემდეგ პროგრამა თანდათან გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 317.537 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 122.180 მოქალაქეს აქვს მიღებული.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო, ამასთან, იმატებს ე.წ. ინდური („დელტა"), უფრო აგრესიული შტამის შემთხვევები.
თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება და მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე, უცხოური გამოცემების ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 2023 წელს დასრულდება. პანდემიის დასაძლევად დღეში 15-20 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს, აღნიშნავენ სპეციალისტები.