საქართველო მეოთხე ტალღის ზღურბლზეა – მთავარი ეპიდემიოლოგი

© National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების შესახებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ღიად საუბრობენ და მოსახლეობას კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების ძალზე მძიმე მეოთხე ტალღის ზღურბლზეა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
მოსწავლეები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამყრელიძე: ფრთხილად უნდა ვიყოთ! „დელტა" შტამი ბავშვებს განსაკუთრებით აზიანებს
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება, აქედან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სამი რეკომენდაციით წარდგა – ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, ტესტირების გაფართოება და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვა.
„დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, უფრო გამგები, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით, შეიძლება შევიდეთ (კორონავირუსის) მძიმე, მეოთხე ტალღაში", – განაცხადა გამყრელიძემ.
მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ კორონავირუსმა არ იცის „არც პოზიცია, არც ოპოზიცია - ყველა შეიძლება დაავადდეს".
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.862 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 379 ათასს გადააჭარბა. ამ დროისთვის ქვეყანაში 310.322 ადამიანია ვაქცინირებული, მათგან ორი დოზით 120.479 მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0