რა სიახლეები ამოქმედდა 2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოში

გამოწერა
სიახლეების ნაწილი დიდი ხანი მზადდებოდა და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ნაწილია, ხოლო ნაწილი კორონავირუსის პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარეობს

საქართველოში 1 იანვრიდან რიგი სიახლეები ამოქმედდა, რომლებიც სხვადასხვა სფეროს ეხება: ახალი ტარიფებიდან პენსიების მომატებამდე, სოფლის მეურნეობიდან ბავშვთა უფლებების დაცვამდე.

პენსიები იზრდება

წელს ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი პენსიონერებს ელოდება – პენსიები ასაკობრივი პენსიონერებისთვის კვლავ გაიზრდება და ასე იქნება ყოველ წელს.

თბილისი - Sputnik საქართველო
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით: ბოლო ცნობები

პენსია 70 წლამდე პენსიონერებისთვის გაიზრდება ინფლაციის, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%–ის გათვალისწინებით.

2021 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერები 240 ლარს, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერები 275 ლარს. ამჟამად საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წელია განსაზღვრული.

მასწავლებლების ხელფასი იზრდება

გაზრდილ ხელფასს 1 იანვრიდან მასწავლებლების ნაწილიც მიიღებს.

სრული სამუშაო დატვირთვის მქონე სახელმწიფო სკოლების მასწავლებლები 100 ლარით მეტ ხელფასს მიიღებენ.

როგორ უმკლავდებოდა საქართველო პანდემიის ზეგავლენას განათლების სფეროში: მინისტრის ანგარიში>>

მასწავლებლების ხელფასის მატება სკოლების დაფინანსების 106 მლნ ლარით ზრდის ფარგლებშია გათვალისწინებული.

ახალი კომპენსაციები უმუშევრებს

შეზღუდვების ახალი ტალღის პერიოდში, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო, ოფიციალური სამუშაოს გარეშე დარჩენილები 1 იანვრიდან ფულად კომპენსაციებს მიიღებენ.

კორონავირუსის ეპიდემია - მომხმარებლები სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
რა თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან ანტიკრიზისულ გეგმაზე 2021 წლისთვის

კომპენსაციის ოდენობაა 200 ლარი და ის ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა.

უმუშევრებს რეგისტრაციის გავლა თვითონ არ მოუწევთ. ინფორმაციას დაკარგული სამუშაოს შესახებ მათი დამსაქმებლები წარადგენენ.

ტარიფების ზრდა

მთელ საქართველოში – როგორც რეგიონებში, ისე თბილისში 2021 წლის 1 იანვრიდან 0,035 თეთრით იზრდება ელექტროენერგიის ტარიფი. ამასთან, ტარიფის ზრდა გათვალისწინებულია მთელი სატარიფო ქსელით და არ არის დამოკიდებული დახარჯული კილოვატების რაოდენობაზე.

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია 3.5 თეთრით გაძვირდა>>

ელექტროენერგიის საფასურის გადახდა 2021 წელს გაზრდილი ტარიფის მიხედვით ყველას არ მოუწევს. სახელმწიფომ ელექტროგამანაწილებელი კომპანიებისთვის განსხვავების გადახდა გადაწყვიტა მათთვის, ვინც ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და ამგვარად, მოსახლეობის ეს ნაწილი ელექტროენერგიის საფასურს ძველი ფასებით გადაიხდის.

ამას გარდა, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში გაიზარდა წყლის ტარიფიც.

ექსკურსიები უფრო უსაფრთხო გახდება

2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიერ ორგანიზებული ექსკურსიების უსაფრთხოების წესები.

უსაფრთხო ექსკურსიები: სკოლის მოსწავლეების გადაყვანის წესები გაცილებით მკაცრი გახდება>>

ამიერიდან ბავშვების ექსკურსიაზე წაყვანა შეიძლება მხოლოდ იმ ტრანსპორტით, რომელმაც ტექდათვალიერება მაქსიმუმ ექვსი თვის წინ გაიარა, ხოლო მძღოლი კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს.

საქართველოდან გასვლის ახალი სტანდარტები

საქართველოს მოქალაქეებისთვის 1 იანვრიდან ქვეყნიდან გასვლაზე ახალი შეზღუდვები მოქმედებს. საქართველოს მოქალაქეს ამიერიდან გასვლაზე ან პასპორტის გაცემაზე შეიძლება უარი უთხრან, თუ ის ძებნაშია გამოცხადებული, სარგებლობს ყალბი დოკუმენტებით.

საქართველოს მოქალაქეთა ევროპაში გასვლის ახალი წესები დამტკიცდა>>

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნიდან გასვლაზე, თუ მას არ გააჩნია ბიომეტრიული პასპორტი, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომლის მოქმედების ვადა მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების დღისთვის შეადგენს არანაკლებ სამ თვეს. საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან ვერ გავა ასევე იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი ან ბილეთის დაჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დაჯავშნილი სასტუმრო, ან კიდევ შენგენის ზონაში მცხოვრები მასპინძლის თანხმობა მის განთავსებაზე და ზუსტი საცხოვრებელი მისამართი.

საბადურის ტყე - Sputnik საქართველო
საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა გრძელდება

ზრუნვა ტყეზე

საქართველოში 1 იანვრიდან მოქმედებს ტყის კოდექსი, რომელიც ტყეების მართვის ახალ წესებს ითვალისწინებს. ქვეყანაში ყველა ტყე საკუთრებისა და დანიშნულების კატეგორიებად დაიყოფა. დანიშნულების მიხედვით დარეგულირდება ამ ტყით სარგებლობის წესებიც.

გარდა ამისა, 1 იანვრიდან დაიწყება ტყეების აღრიცხვა და მათი მდგომარეობის შეფასება, მკაცრად დარეგულირდება მათი ჩეხვა, ასევე შეიქმნება სატყეო მეურნეობების, თავშესაფრები ველური ცხოველებისთვის.

შშმ პირების ფართო უფლებები

საქართველოში 1 იანვრიდან ფართოვდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები.

ამიერიდან შშმ პირების უფლებები გათანაბრდება სამუშაოს კუთხით, კანონის ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით, სამედიცინო საიდუმლოს შენახვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება განათლების მიღების უფლება.

ახალი შანსი: შშმ პირებისთვის პროფესიული განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდება>>

სახელმწიფო ასევე დაიცავს ამ პირებს დამამცირებელი დამოკიდებულებისგან, დაიცავს მათ პირად ცხოვრებას და უზრუნველყოფს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ მონაწილეობას.

შრომის გარანტირებული უსაფრთხოება

შრომის ინსპექციას 1 იანვრიდან უფლება აქვს, გაუფრთხილებლად შევიდეს ნებისმიერ კომპანიაში და შეამოწმოს მისი როგორც შრომის უსაფრთხოება, ისე მის მიერ შრომის კოდექსის დაცვა.

მუშები მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
დისკრიმინაცია, შვებულება და უსაფრთხოება: შრომის კოდექსი კარდინალურად იცვლება

ინსპექციას ასევე აქვს უფლება, დააჯარიმოს არა მარტო შრომის უსაფრთხოების წესების, არამედ საქართველოს შრომის კოდექსის სხვა ნორმების დამრღვევიც, მათ შორის, დისკრიმინაციის, სამუშაოს იძულებისა და კოლექტიური შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევების გამო.

ჯარიმის ოდენობა 200 ლარი და მეტია, დარღვევიდან გამომდინარე.

გათამაშებების ახალი წესები

საქართველოში 1 იანვრიდან სისტემურ–ელექტრონული თამაშები და წამახალისებელი გათამაშებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის არსებობის შემთხვევაში.

ლიცენზიის თანხა ყველა ელექტრონულ თამაშზე კვარტალში 250 ათასიდან 300 ათას ლამადე შეადგენს. წამახალისებელ გათამაშებებზე კი საპრიზო ფონდის 10%–ის გადახდა იქნება საჭირო.

ლიცენზიის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევს დიდი ჯარიმა ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0