ახალი შანსი: შშმ პირებისთვის პროფესიული განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliშშმ პირები პარკში
შშმ პირები პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესიული მომზადების სამ ახალ კურსზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეგისტრაცია გამოცხადდა.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციას, განათლების სამინისტროსა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც პროფესიულ განათლებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება,  იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„ახალგაზრდული მუშაკი“ – საქართველოში ახალი პროფესია ინერგება>>

უწყების ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის და ჩართულობის გაზრდას პროფესიულ განათლებაში, ერთი მხრივ, პროფესიული მომზადების ახალი კურსების შექმნისა და ადაპტაციის, ხოლო მეორე მხრივ – ინკლუზიური განათლების გაძლიერების გზით.

ალექსანდრე სუდაძე - Sputnik საქართველო
მომავლის პროფესიები – რაზე იქნება მოთხოვნა საქართველოს შრომის ბაზარზე 5 წლის შემდეგ

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის თამარ ქიტიაშვილის შეფასებით, ინკლუზიურობა პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შშმ პირებისთვის ახლა უკვე მომზადება–გადამზადების პროგრამების შეთავაზების საშუალება. ეს მათ მისცემს დასაქმების შესაძლებლობას და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებულია ისეთი პროფესიები, რომლებიც წარმოადგენს მომავლის პროფესიებს, ითვალისწინებს სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად დასაქმების პერსპექტივასაც“, – აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლელა აქიაშვილი.

პროფსასწავლებლები იხსნება: რამდენმა სასწავლებელმა მიიღო „მწვანე ბარათი“>>

„შშმ პირთა წვდომა მაღალი ხარისხის და საჭიროებებზე მორგებულ პროფესიულ განათლებაზე მნიშვნელოვანია როგორც უფლებრივ ჭრილში, ასევე დასაქმების კუთხითაც“, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა უფროსმა მრჩეველმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

კოლეჯის სტუდენტები - Sputnik საქართველო
საქართველოში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება

„მნიშვნელოვანია, რომ ამ მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ ვეხმარებით შშმ პირებს... რათა მომავალში ჰქონდეთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ნებისმიერ ბიზნესში, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სამსახურში“, – აღნიშნა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

მემორანდუმის ხელმოწერასთან ერთად გამოცხადდა რეგისტრაცია პროფესიული მომზადების სამ ახალ კურსზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ესენია – სოციალური მედიის მართვა, მომსახურების სფერო და საოფისე საქმის წარმოება. მოკლევადიანი კურსები სექტემბერში დაიწყება, დისტანციურად ჩატარდება და სრულად იქნება ადაპტირებული მონაწილეთა საჭიროებებზე. ახლო მომავალში იგეგმება ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსების შეთავაზებაც.

განათლება, როგორც ხსნა – რაზე დებს ფსონს საქართველოს ხელისუფლება>>

სამინისტრის ინფორმაციით, თანამშრომლობა შედგა პროფესიულ კოლეჯებთან – „ახალი ტალღა“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ და „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი“, რის შედეგადაც პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მომავალი ორი კვირის განმავლობაში.

პროგრამის კურსდამთავრებულები ორენოვან სახელმწიფო სერტიფიკატს მიიღებენ, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0