საქართველოში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება

© Sputnik / Levan Avlabreliკოლეჯის სტუდენტები
კოლეჯის სტუდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქალაქ ხაშურში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
საქართველოში პროფესიული განათლების პედაგოგების ხელფასი იზრდება

უწყების მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს.

ამ დროისთვის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. პროექტი სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

„150 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო საგანმანთლებლო სტანდარტებთან. შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულ შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიური სახელოსნოები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი.

ცხრა კლასდამთავრებულები ზოგადი განათლების ატესტატის თანაბარ დიპლომს მიიღებენ >>

კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა: ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0