რა თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან ანტიკრიზისულ გეგმაზე 2021 წლისთვის

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია - მომხმარებლები სავაჭრო ცენტრში
კორონავირუსის ეპიდემია - მომხმარებლები სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი ასახავს ორ ძირითად მიმართულებას, ეს არის ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ეკონომიკაზე, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ახალი ეტაპის განსახორციელებლად იგეგმება 1,4 მილიარდ ლარზე მეტი თანხის დახარჯვა, საიდანაც 1,1 მილიარდი ლარი 2021 წელს დაიხარჯება, ნათქვამია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის ტექსტში.

პენსიონერები - Sputnik საქართველო
მომავალი წლის 1 იანვრიდან პენსიები იზრდება

შეზღუდვების გამკაცრებასთან ერთად საქართველოს მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის პროგრამების დიდი ნაწილი ექვს თვეზეა გათვლილი.

„ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში, ასახავს ორ ძირითად მიმართულებას, ეს არის ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ეკონომიკაზე, რაც ძალიან აქტუალური იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში“, – განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გამოყოფილი 1,42 მილიარდი ლარიდან 280 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება 2020 წელს, ხოლო 1,14 მილიარდის – 2021 წელს.

როგორ განაწილდება თანხები

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საერთო თანხიდან 450 მილიონი ლარი ჯანდაცვის სფეროს მოხმარდება, აქედან 400 მილიონ ლარს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო 50 მილიონს – ეკონომიკის სამინისტრო.

ეს თანხები კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობის დაფინანსებაზე, ტესტებისა და ვაქცინების შესაძენად და დაავადების საპრევენციო ღონისძიებებზე დაიხარჯება.

სოციალურ დახმარებაზე გამოიყოფა 540 მილიონი ლარი, საიდანაც 230 მილიონი 2020 წელს 300-ლარიან ერთჯერად დახმარებაზე და ნოემბერ-დეკემბერში მოსახლეობის კომუნალური ხარჯების დასაფარად დაიხარჯება. დარჩენილი თანხა – 310 მილიონი ლარი 2021 წელზე გადანაწილდება.

სოციალური დახმარების ხარჯები 2021 წელს

დახმარების სახეობა თანხა, ლარი ვადა საერთო ხარჯი ბიუჯეტიდან, მლნ ლარი
სუბსიდია კომუნალურ ხარჯებზე   იანვარი-თებერვალი 60
სუბსიდია უმუშევრად დარჩენილთათვის 200 6 თვე 150
ოჯახების დახმარება 100   6 თვე 55
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 200   6 თვე 15
შშმ პირთა დახმარება 200 6 თვე 27

ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ბიზნესის დახმარება – 430 მილიონი ლარით. აქედან 260 მილიონი ლარი 1,5 ათას ლარამდე ხელფასის მქონე პირების 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას მოხმარდება. 2020 წელს ზარალი გადასახადებზე 220 მილიონ ლარს შეადგენს.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
მაჭავარიანი: ბიუჯეტის გამო მაინც უნდა შევიდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში

კიდევ 45 მლნ ლარი მოხმარდება ქონების გადასახადის შეღავათს ტურიზმის სექტორისთვის.

ბიუჯეტიდან 35–35 მილიონი ლარი დაიხარჯება მცირე ბიზნესის იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების გაგრძელებაზე და საგრანტო დახმარებაზე.

ასევე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის დაფინანსებაზე.

მთლიანობაში ბიუჯეტის ხარჯები 18,384 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო შემოსულობები – 16,758 მილიარდს.

ყველა ახალი ამბავი
0