საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური მეგობართან ერთად ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში დაჭრეს. შემთხვევა 11 იანვარს, ბალანჩივაძის ქუჩაზე ღამით მოხდა. დაზარალებულებს ოპერაცია აკადემიკოს ნ. ყიფშიძის  სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაუტარდა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დამნაშვეებს 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Бригада службы Скорой медицинской помощи едет по вызову - Sputnik საქართველო
მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0