საქართველოს პრეზიდენტის სიძე საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს

© Fotolia / Sudok1საავადმყოფოს კორიდორი
საავადმყოფოს კორიდორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის სიძეს ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას შემდეგ გაუკეთეს, რაც ის ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში დაჭრეს.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭურის სიცოცხლეს, რომელიც ოთხშაბათს, საღამოს დაჭრეს, საფრთხე არ ემუქრება, განუცხადა  „Sputnik–საქართველოს“ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გოგოჭური მეგობართან ერთად ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

„ამ მომენტისთვის მდგომარეობა (პაციენტების) სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მკურნალობას მულტიპროფილურ განყოფილებაში აგრძელებენ“, — განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა ნატა ხურციძემ.

მინდია გოგოჭურის დეიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ფეხის არეშია დაჭრილი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის სიძე თბილისის ცენტრში დაჭრეს

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დამნაშვეებს 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მინდია გოგოჭური საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილის (პირველი ქორწინებიდან) ქმარია.

საქართველოს პრეზიდენტის სიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მეორედ მოხვდა.

2016 წლის ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გოგოჭურზე პოლიციის თანამშრომლები ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ — ის გააჩერეს ქუჩაში, რის შემდეგაც გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი ბინა და ავტომანქანა ჩხრეკის შესაბამისი ორდერის გარეშე.

შსს-ში განმარტეს, რომ ოპერატიულ თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების თაობაზე ჰქონდათ ინფორმაცია და სწორედ ამ მიზნით გაჩხრიკეს გოგოჭურისა და მისი ორი მეგობრის საცხოვრებელი ბინები, რომლებიც ასევე დაიბარეს პროკურატურაში.

ყველა ახალი ამბავი
0