თბილისი, 12 იანვარი— Sputnik. თბილისის ცენტრში საქართველოს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს, მას ოპერაციას უკეთებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ინციდენტის მიზეზები უცნობია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია მოთავსებული, სადაც ოპერაცია უტარდება.
გასული წლის ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გოგოჭურზე პოლიციის თანამშრომლები ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ — ის გააჩერეს ქუჩაში, რის შემდეგაც გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი ბინა და ავტომანქანა ჩხრეკის შესაბამისი ორდერის გარეშე.
შსს-ში განმარტეს, რომ ოპერატიულ თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების თაობაზე ჰქონდათ ინფორმაცია და სწორედ ამ მიზნით გაჩხრიკეს გოგოჭურისა და მისი ორი მეგობრის საცხოვრებელი ბინები, რომლებიც ასევე დაიბარეს პროკურატურაში.