პრეზიდენტის სიძემ პროკურატურას ჩვენება მისცა

გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელებმა მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა სცადეს, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ქვეყნის მთავარ პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე, აცხადებს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს: პრეზიდენტის ნათესავის ოჯახში ჩხრეკა კანონიერად ჩატარდა

საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელებმა მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა სცადეს, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

„ოჯახის წევრი“ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური აღმოჩნდა, რომლის მიმართ, შესაძლოა, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას.

„უხეში დარღვევები იყო. იყო აგდებული დამოკიდებულება და კანონის უგულებელყოფა. როცა ადვოკატი მოითხოვა, მას უთხრეს, თავი ევროპაში ხომ არ გგონიაო და ა.შ. მათთვის ცნობილი იყო მისი კავშირი პრეზიდენტთან. მას შეეზღუდა ადვოკატის აყვანის უფლება. არ განემარტა დუმილის უფლება, ასევე არ იყო დაკავების ოქმი შედგენილი“, — ციტირებს სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია" ბარათაშვილის სიტყვებს.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

შსს-ში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ოპერატიულ თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების თაობაზე ჰქონდათ ინფორმაცია და სწორედ ამ მიზნით გაჩხრიკეს გოგოჭურისა და მისი ორი მეგობრის საცხოვრებელი ბინები, რომლებიც ასევე დაიბარეს პროკურატურაში.

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ გოგოჭური წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი. ასევე ნასამართლევია მისი ორი მეგობარიც.

სამართალდამცველებმა ჩხრეკისას პრეზიდენტის სიძეს ცეცხლსასროლი იარაღი ვერ აღმოუჩინეს და, შესაბამისად, არც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიუციათ.

პროკურატურაში ხაზი გაუსვეს, რომ სასამართლომ ეს საგამოძიებო ღონისძიებები კანონიერად სცნო, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გოგოჭურის სახლისა და ავტომობილის ჩხრეკა შეაფასა როგორც „ჩვეულებრივი ზომა“.

ყველა ახალი ამბავი
0