პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

© FB/Георгий Маргвелашвили გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ერთი თვის წინ მისი ოჯახის წევრზე პოლიციის თანამშრომლები ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრთან, მინდია გოგოჭურთან დაკავშირებით პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ჩემი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლის მოხდენას

საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ — ის ქუჩაში გააჩერეს, რის შემდეგაც მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე. შსს-მ განცხადება იმავე დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გოგოჭურის ბინაში ჩხრეკა კანონიერად მოხდა.

„პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება იმის დასადგენად, შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ  უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს", — ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარმა პროკურატურამ უკვე გამოითხოვა პირადად მინდია გოგოჭურისა და მისი  ბინის ჩხრეკასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლითაა აღძრული, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულმა განცხადებამ მმართველ გუნდში ნეგატიური გამოხმაურება დაიმსახურა.როგორც  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა,  გიორგი მარგველაშვილი ფხიზელი არ იყო, როდესაც გააკეთა განცხადება.

ყველა ახალი ამბავი
0