საქართველოს პრეზიდენტის სიძის დაჭრა: ადმინისტრაცია კომენტარს აკეთებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაგმო სროლა თბილისში, რომლის შედეგად დაიჭრნენ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სახელმწიფოს მეთაურის სიძის მინდია გოგოჭურის დაჭრის შესახებ საქმის ეფექტურად გამოძიები იმედი აქვს, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ.

საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, გოგოჭური და მისი მეგობარი თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე სროლისას დაიჭრნენ. გოგოჭურის დეიდამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის ფეხშია დაჭრილი.

„ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური“, — განაცხადა მიშველაძემ.

საავადმყოფოს კორიდორი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის სიძე საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დამნაშვეებს 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გოგოჭურს რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში ჩაუტარდა ოპერაცია. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილის (პირველი ქორწინებიდან) მეუღლეა.

ყველა ახალი ამბავი
0