08:40 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (940)
65 0 0

დოკუმენტის ავტორის აზრით, არამწეველი თანამშრომლებისთვის შვებულების ხანგრძლივობის გაზრდა მწეველებს თამბაქოსთვის თავის დანებების მოტივაციას გაუჩენს.

თბილისი, 13 ივლისის — Sputnik. არამწეველ თანამშრომლებს ყოველწლიური შვებულება რამდენიმე დღით უნდა გაუხანგრძლივდეთ, ვინაიდან ისინი მწეველებთან შედარებით მეტ დროს ანდომებენ მუშაობას, მიაჩნია რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრ სულთან ჰამზაევს, იუწყება RT.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰამზაევმა აღნიშნული იდეა წერილობითი ფორმით უკვე წარუდგინა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს.

დოკუმენტის ავტორის თქმით, დამღუპველი ჩვევა მწეველებს ყოველდღიურად სამუშაო დროის ერთ საათს აკარგვინებს, რაც წელიწადში დაახლოებით ოც დღეს შეადგენს.

„გთავაზობთ განიხილოთ რუსეთის შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა, რომელიც არამწეველი თანამშრომლებისთვის ყოველწლიურ შვებულებაზე ათი დღის დამატების შესაძლებლობას ითვალისწინებს“, — წერს ჰამზაევი.

მისი თქმით, არამწეველი თანამშრომლებისთვის შვებულების ვადის გაზრდა მოტივაცია იქნება მწეველებისთვის, რათა მათ თავი დაანებონ მავნე ჩვევას.

საზოგადოებრივი პალატის წევრის იდეაზე კომენტარი გააკეთა დუმის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი გოვორინმა. მისი თქმით, წელიწდში ათი დამატებით დღე ბევრია, თუმცა „იდეა მთლიანობაში სწორია“. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ თამბაქოსა და ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სადამსჯელო ზომებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

თემები:
რუსეთი დღეს (940)

მთავარი თემები