https://sputnik-georgia.com/20210713/ruseTSi-aramweveli-TanamSromlebisTvis-Svebulebis-gaxangrZliveba-moiTxoves-252303641.html
გაეზარდოთ შვებულება არამწეველ თანამშრომლებს: ინიციატივა პრემიერს წარედგინა
გაეზარდოთ შვებულება არამწეველ თანამშრომლებს: ინიციატივა პრემიერს წარედგინა
Sputnik საქართველო
დოკუმენტის ავტორის აზრით, არამწეველი თანამშრომლებისთვის შვებულების ხანგრძლივობის გაზრდა მწეველებს თამბაქოსთვის თავის დანებების მოტივაციას გაუჩენს. 13.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-13T11:54+0400
2021-07-13T11:54+0400
2021-08-28T13:18+0400
რუსეთი
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23194/79/231947940_0:141:2844:1741_1920x0_80_0_0_9e54d2274cb1b36c829a9e38bb17cde1.jpg
თბილისი, 13 ივლისის — Sputnik. არამწეველ თანამშრომლებს ყოველწლიური შვებულება რამდენიმე დღით უნდა გაუხანგრძლივდეთ, ვინაიდან ისინი მწეველებთან შედარებით მეტ დროს ანდომებენ მუშაობას, მიაჩნია რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრ სულთან ჰამზაევს, იუწყება RT.გავრცელებული ინფორმაციით, ჰამზაევმა აღნიშნული იდეა წერილობითი ფორმით უკვე წარუდგინა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს.დოკუმენტის ავტორის თქმით, დამღუპველი ჩვევა მწეველებს ყოველდღიურად სამუშაო დროის ერთ საათს აკარგვინებს, რაც წელიწადში დაახლოებით ოც დღეს შეადგენს.მისი თქმით, არამწეველი თანამშრომლებისთვის შვებულების ვადის გაზრდა მოტივაცია იქნება მწეველებისთვის, რათა მათ თავი დაანებონ მავნე ჩვევას.საზოგადოებრივი პალატის წევრის იდეაზე კომენტარი გააკეთა დუმის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი გოვორინმა. მისი თქმით, წელიწდში ათი დამატებით დღე ბევრია, თუმცა „იდეა მთლიანობაში სწორია“. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ თამბაქოსა და ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სადამსჯელო ზომებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
https://sputnik-georgia.com/20210420/aSS-mTavroba-Tambaqos-mwarmoeblebs-sigaretSi-nikotinis-Semcirebas-daavaldebulebs-251514547.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23194/79/231947940_113:0:2844:2048_1920x0_80_0_0_7ca02fdff8dc0f45f4769a23237ad02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
გაეზარდოთ შვებულება არამწეველ თანამშრომლებს: ინიციატივა პრემიერს წარედგინა
11:54 13.07.2021 (განახლებულია: 13:18 28.08.2021) დოკუმენტის ავტორის აზრით, არამწეველი თანამშრომლებისთვის შვებულების ხანგრძლივობის გაზრდა მწეველებს თამბაქოსთვის თავის დანებების მოტივაციას გაუჩენს.
თბილისი, 13 ივლისის — Sputnik. არამწეველ თანამშრომლებს ყოველწლიური შვებულება რამდენიმე დღით უნდა გაუხანგრძლივდეთ, ვინაიდან ისინი მწეველებთან შედარებით მეტ დროს ანდომებენ მუშაობას, მიაჩნია რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრ სულთან ჰამზაევს, იუწყება
RT. გავრცელებული ინფორმაციით, ჰამზაევმა აღნიშნული იდეა წერილობითი ფორმით უკვე წარუდგინა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს.
დოკუმენტის ავტორის თქმით, დამღუპველი ჩვევა მწეველებს ყოველდღიურად სამუშაო დროის ერთ საათს აკარგვინებს, რაც წელიწადში დაახლოებით ოც დღეს შეადგენს.
„გთავაზობთ განიხილოთ რუსეთის შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა, რომელიც არამწეველი თანამშრომლებისთვის ყოველწლიურ შვებულებაზე ათი დღის დამატების შესაძლებლობას ითვალისწინებს“, — წერს ჰამზაევი.
მისი თქმით, არამწეველი თანამშრომლებისთვის შვებულების ვადის გაზრდა მოტივაცია იქნება მწეველებისთვის, რათა მათ თავი დაანებონ მავნე ჩვევას.
საზოგადოებრივი პალატის წევრის იდეაზე კომენტარი გააკეთა დუმის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი გოვორინმა. მისი თქმით, წელიწდში ათი დამატებით დღე ბევრია, თუმცა „იდეა მთლიანობაში სწორია“. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ თამბაქოსა და ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სადამსჯელო ზომებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.