თამბაქოს კომპანიებს შესაძლოა სიგარეტში ნიკოტინის შემცირება დაავალდებულონ

© photo: Sputnikმოწევის ამკრძალავი ნიშანი
მოწევის ამკრძალავი ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
შეერთებული შტატების მთავრობამ შეიძლება დაავალდებულოს თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები, შეამცირონ ნიკოტინის დონე სიგარეტში.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაცია მუშაობს საკითხზე, შეუძლია თუ არა დაავალდებულოს თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები, ისე შეამცირონ აშშ-ის ტერიტორიაზე გასაყიდ სიგარეტებში ნიკოტინის დონე, რომ მოწევამ შეჩვევა არ გამოიწვიოს, იუწყება გაზეთი Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.

არა სიგარეტს - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2020
მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა: ევროკავშირმა კანონი აამოქმედა

გამოცემის ინფორმაციით, ახლოვდება თარიღი, როდესაც ამერიკის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, აკრძალოს თუ არა მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სწორედ ამის ფონზე დაიწყო აღნიშნული საკითხის განხილვა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში.

წყაროს ცნობით, ამ დროისათვის ადმინისტრაციაში მსჯელობენ, აკრძალონ მენთოლიანი სიგარეტი თუ თამბაქოს ნაწარმში ნიკოტინის დონის შემცირება მოითხოვონ. არ გამოირიცხება ერთდროულად ორივე ზომის გატარებაც. გაზეთი აქვე განმარტავს, რომ ორივე ზომის რეალიზებას წლები დასჭირდება და შესაძლოა იურიდიული პრობლემებიც წარმოიშვას.

თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარიული სამეთვალყურეო სააგენტო (FDA) განმარტავს, თავისთავად ნიკოტინი არ იწვევს კიბოს, გულისა თუ ფილტვების დაავადებებს, მაგრამ იწვევს სიგარეტზე მიჩვევას. რაც შეეხება მენთოლიანი სიგარეტის აკრძალვას, ეს ზომა ახალგაზრდებს შორის მწეველთა რიცხვის შემცირებისკენაა მიმართული, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ მენთოლიანი სიგარეტით იწყებს მოწევას.

ყველა ახალი ამბავი
0