ახალი წელი – ახალი წესები: რა ამოქმედდა საქართველოში 1 იანვრიდან

გამოწერა
საქართველოში 1 იანვრიდან მრავალი სიახლე შევიდა ძალაში – პენსიების გაზრდიდან საგადასახადო შეღავათებამდე და მძღოლებისთვის სიახლეებამდე

სიახლეების ნაწილი დიდი ხანია, ანონსირებულია და მოსახლეობამ შეძლო ამისთვის მომზადება, ნაწილი კი ნოუ–ჰაუ იქნება, რომელიც კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება განხილვის საგანი.

სასიამოვნო სიახლე პენსიონერებისთვის

ახალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ასაკობრივი პენსიონერებისთვის პენსიების გაზრდა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – ხელფასები და პენსიები იზრდება

1 იანვრიდან პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ასევე აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსიები 20 ლარის ოდენობით გაეზარდა.

გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობების პირებსა და 70 წელს ზემოთ პენსიონერებს 1 ივლისიდან 30 ლარის ოდენობის დანამატი ელოდება.

ასევე 1 იანვრიდან 100 ლარით გაიზარდა თეატრებისა და მუზეუმების თანამშრომელთა ხელფასები.

ამასთან, 1 ივლისიდან ხელფასზე დანამატს 100 ლარის ოდენობით მიიღებენ სოფლის ექიმები და სასწრაფო დახმარების ექიმები.

1 ივლისიდან დაახლოებით 125 ლარით გაიზრდება პოლიციის, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა, ასევე მეხანძრე–მაშველების ხელფასები.

რა ელის დაგროვებით პენსიებს: სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს>>

2020 წლის სექტემბრიდან 150 ლარით გაეზრდება ხელფასი უფროს მასწავლებლებს, წამყვან პედაგოგებსა და პედაგოგ–მენტორებს. 100 ლარით გაიზრდება სექტემბერში საბავშვო ბაღების აღმზრდელთა ხელფასები.

სიახლეები უმუშევრებისა და დასაქმებულებისთვის

2020 წლის 1 იანვრიდან მუშაობა დაიწყო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ.

ახალი უწყება შუამავლის როლს შეასრულებს სამუშაოს მაძიებელთა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს სამუშაოს მძებნელებს, შეისწავლის შრომის ბაზარს და გასცემს რეკომენდაციებს ქვეყანაში შრომითი ბაზრის საკითხებზე.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ

სააგენტო ასევე აქტიურად მოაგვარებს ქვეყნის შიგნით შრომითი მიგრაციის საკითხს და მიხედავს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საკითხებს.

გარდა ამისა, 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა შრომის უსაფრთხოების დაცვის პროგრამა. ეს პროგრამა დამსაქმებელს დაეხმარება, გააუმჯობესოს უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე, აღკვეთოს შრომის კოდექსის პირობების დარღვევა, შექმნას შრომითი ბაზრის განვითარების სტრატეგია.

ცვლილებები გადასახადებთან დაკავშირებით

2020 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა ასევე ზოგიერთი ნორმა გადასახადების გადამხდელებისთვის.

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების მეწილეების დივიდენდები არ დაიბეგრება გადასახადით და არ ჩაითვლება კოოპერატივის საერთო შემოსავლად. ეს ნორმა 2023 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.

რატომ არის საჭირო დადებითი საგადასახადო ბალანსი>>

ასევე, 2020 წლის 1 იანვრიდან აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდება სპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების იმპორტი წარმოების წლიდან და ძრავის მოცულობიდან გამომდინარე. ასეთი ავტომობილებისთვის აქციზის ოდენობა 100 ლარი იქნება.

შეზღუდვები ბავშვებისა და მშობლებისთვის

საქართველოში 2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა შესწორებები ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად არასრულწლოვნებს აეკრძალებათ ღამის კლუბებში შესვლა.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
გაფრთხილება დამსაქმებლებს: როდის კრძალავს კანონი არასრულწლოვნის დასაქმებას

გარდა ამისა, 18 წლამდე ახალგაზრდებს აეკრძალებათ უფროსებისთვის განკუთვნილ კინოსეანსებზე დასწრება, ასევე ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზების სფეროში მუშაობა. ღამის საათებში კაფეებსა და ინტერნეტ–სალონებში მოზარდები ყოფნას მხოლოდ მშობლების ნებართვით შეძლებენ.

დაწესებულება, რომელიც ახალ მოთხოვნებს დაარღვევს, 1 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში – 3 ათასი ლარით.

ასეთივე ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული ინტერნეტში ბავშვებისთვის მუქარის შემცველი ინფორმაციის განთავსებისთვის. ბიბლიოთეკები, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან, გააკონტროლონ ინტერნეტ–სივრცე და შეზღუდონ წვდომა ვებ–გვერდებზე, რომლებმაც ბავშვებს შეიძლება ზიანი მიაყენოს.

ასევე აიკრძალა მოზარდებისთვის ისეთი ჟურნალ–გაზეთების ჩუქება, რომლებიც მათთვის საშიშ ინფორმაციას შეიცავს. ეს მოქმედება დაისჯება 500–ლარიანი ჯარიმით. ამასთან, დოკუმენტში განმარტებული არ არის, რა სახის ინფორმაცია ჩაითვლება „საშიშად“.

ყურადღებით უნდა იყვნენ დამსაქმებლებიც. 1 იანვრიდან არ შეიძლება მოზარდის დასაქმება ისეთ სამუშაოზე, რომელიც მას ხელს შეუშლის განათლების მიღებაში, ან ავნებს მის ჯანმრთელობას, ფიზიკურ, მორალურ, ემოციურ, სოციალურ და გონებრივ განვითარებას. ეს მოქმედება დაისჯება 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმით.

ვისთვის მუშაობს „შრომის კოდექსი">>

არასრულწლოვნების ჩართვა ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც ითვალისწინებს ალკოჰოლური სასმელების, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებას, დასაწყობებას, ტრანსპორტირებას ან რეალიზაციას, დაისჯება 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმით.

სოფლის ცხოვრება

სიახლეების 1 იანვრიდან სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების სფეროშიც გაჩნდა. მათთვის დაწესდა წილების სპეციალური ფორმები. ამიერიდან მეწილეების მინიმალური შენატანი უნდა იყოს 300 ლარი, რომ მან შემდეგ დივიდენდები და ხმის უფლება მიიღოს.

მეწილეების თანხა შედის კოოპერატივის ფონდში, რომელსაც საერთო კრება მართავს.

სათბური - Sputnik საქართველო
სასათბურე ტექნოლოგიები: როგორ მოვიყვანოთ ბოსტნეული იაფად შემოდგომა–ზამთარში

ასევე, კოოპერატივებს, გარდა სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისა, შეუძლიათ სხვა სახის სამუშაოების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწილეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, 1 იანვრიდან კოოპერატივების საქმიანობასა და მათი პროდუქციის ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს სურსათის სააგენტო.

ასევე, სახელმწიფო წელს შეიმუშავებს დამატებით პროგრამებს კოოპერატივების საქმიანობის ხელშეწყობისთვის.

გამკაცრდა ხარისხის კონტროლი

სახელმწიფომ 1 იანვრიდან დაიწყო ფიზიკური პირების მიერ რძისა და რძის პროდუქტების წარმოების კონტროლი. შემოწმდება მათი შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან.

ქართული ღვინო შეამოწმეს – რამდენ კომპანიას ეთქვა უარი სერტიფიკატზე>>

ერთადერთი, ვისაც ეს სიახლე არ ეხება, ეს ოჯახური საწარმოებია, რომლებიც რძის პროდუქტების დამზადებასა და რეალიზებას მცირე მასშტაბებში ახდენენ.

სიახლეები მწეველებისთვის

სახელმწიფო განაგრძობს თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკას. უკვე 1 იანვრიდან მწეველებს აეკრძალება მოწევა სტადიონებზე.

ჯარიმა ამ წესის დარღვევისთვის 500 ლარს შეადგენს.

სტადიონი - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან  სტადიონებზე სიგარეტის მოწევა იკრძალება

„თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა.
მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. ასევე გამონაკლისია კაზინოები და ზოგიერთი სათამაშო აპარატების სალონები, სპეციალურად აღჭურვილი ადგილები უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ტერიტორიებზე. მოწევა ასევე მსახიობების მხრიდან დასაშვებია სპექტაკლის დროს, თუ ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.

სიახლეების მძღოლებისთვის

უსიამოვნო სიახლეები ელოდება ქართველ მძღოლებს. 2020 წლის 1 იანვრიდან სატრანსპორტო საშულებები, რომლებშიც გაზის ბალონებია (თხევადი გაზისთვის) განთავსებული, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ავტომობილის მძღოლმა, რომელმაც ავტომობილში გაზის ბალონი დაამონტაჟა, 2020 წლიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლისთვის უნდა გაიაროს ბალონისა და გაზის სისტემის შემოწმება, შემდეგ უნდა მიიღოს ამ შემოწმების შესაბამისი სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ დაიშვება სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებაზე.

ტექდათვალიერების ერთ-ერთი ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტექდათვალიერებას ყოველი მეექვსე ავტომობილი ვერ გადის

ამასთან გაზის ბალონის სავალდებულო შემოწმება საჭიროა ხუთ წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი გაზის სისტემის ინსპექტირება – სამ წელიწადში ერთხელ.

სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 ივლისიდან ეტაპობრივად ამოქმედდა. ყველა სახის ავტომობილისთვის ის სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა.

სიახლეები პატიმრებისა და მსჯავრდებულებისთვის

პატიმრების საქმეები 1 იანვრიდან ეხება ახალ უწყებას – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, რომლის ფუნქციაშიც შედის მსჯავრდებულებთან მუშაობა როგორც საპატიმორებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 34 ყოფილი პატიმრის ბიზნეს-იდეას დააფინანსებს>>

ამას გარდა, ახალი უწყება პასუხისმგებელია შინაპატიმრობის შეზღუდვების უზრუნველყოფაზე ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით.

ახალი უწყების ფუნქციაში ასევე შედის დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავეების ჩვეულ ყოფასთან დაბრუნების საკითხები. ამ მიზნით პატიმრები შეძლებენ არა მხოლოდ მუშაობასა და განათლების მიღებას, არამედ ასევე ახალი პროფესიის შესწავლასა და გადამზადებას.

ყველა ახალი ამბავი
0