სასათბურე ტექნოლოგიები: როგორ მოვიყვანოთ ბოსტნეული იაფად შემოდგომა–ზამთარში

© photo: courtesy of Erhan Zorluსათბური
სათბური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სათბურები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოვლა-მოყვანის პერიოდის გაზრდის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური საშუალებაა და რაც უფრო მეტი სათბური იქნება საქართველოში, მით უფრო მეტი ქართული პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი თუ წიწაკა გამოჩნდება ადგილობრივ ბაზარზე.

ნატა პატარაია

იმისათვის, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოყვანა მეწარმეებისთვის მომგებიანი არასეზონურადაც იყოს, ენერგოეფექტური სათბურების დამონტაჟებაა საჭირო. რამდენად აიაფებს ასეთი სათბური ბოსტნეულის წარმოებას, ამაზე Sputnik –საქართველოსთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევითი სამსახურის უფროსი სპეციალისტი ფრიდონ სანაია საუბრობს.

© photo: Green houses on Lisi lake / FBსათბურში მოყვანილი ბოსტნეული
სასათბურე ტექნოლოგიები: როგორ მოვიყვანოთ ბოსტნეული იაფად შემოდგომა–ზამთარში - Sputnik საქართველო
სათბურში მოყვანილი ბოსტნეული

ბატონო ფრიდონ, როგორი სათბურების აშენებას ურჩევდით ფერმერებს?

–მსოფლიოში ბოლო  50  წლის მანძილზე სასათბურე ტექნოლოგიების გავრცელების ტემპი უფრო გაიზარდა, როგორც განვითარებულ, აგრეთვე განვითარებად ქვეყნებში. ეს განპირობებულია იმით, რომ მოთხოვნა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების პროდუქციის მიმართ შემოდგომა, ზამთრის და გაზაფხულის სეზონზე უფრო გაზრდილია. დღეს მსოფლიოში არსებული ბოლო თაობის სასათბურე ტექნოლოგიები წარმატებით ფუნქციონირებენ სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ეს ტექნოლოგიები საკმაოდ ძვირადღირებულია. საქართველოში მცირემიწიანი ფერმერისათვის ასეთი სასათბურე ტექნოლოგიების შეძენა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ფერმერმა სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტის დახმარებით უნდა შეარჩიოს შედარებით იაფი და ენერგოეფექტური სათბური, რომელიც უფრო რენტაბელურს გახდის პროდუქციის წარმოებას. როდესაც ფერმერს არ აქვს იმის  საშუალება, რომ გაათბოს სათბური, ასეთ შემთხვევაში მან პროდუქცია უნდა აწარმოოს იმ შეზღუდულ პერიოდში, რა პერიოდშიც შესაძლებელია სათბურში პროდუქციის მიღება. გათბობის გარეშე თუ გვინდა რომ გავზარდოთ პროდუქციის მიღების პერიოდის ხანგრძლივობა, ამისათვის აუცილებელია ავაშენოთ მხოლოდ ენერგოეფექტური სათბური. ენერგოეფექტურ სათბურებში, მარტივ სათბურთან შედარებით მნიშვნელოვნად იზრდება პროდუქციის მიღების პერიოდის ხანგრძლივობა, გასათბობი საშუალებების გამოყენების გარეშეც.

© photo: SRCA / FBენერგოეფექტური სათბურები
სასათბურე ტექნოლოგიები: როგორ მოვიყვანოთ ბოსტნეული იაფად შემოდგომა–ზამთარში - Sputnik საქართველო
ენერგოეფექტური სათბურები

–რითი განსხვავდება ენერგოეფექტური სათბური არაენერგოეფექტურისგან?

არაენერგოეფექტური სათბურები მარტივი ტიპისაა, ესენი ძირითადად ერთ ფირიანი სათბურებია, ასეთი ტიპის სათბურებში გვიან შემოდგომა, ზამთრის და ადრე გაზაფხულის პერიოდში პროდუქციის მოყვანა დიდ გასათბობ ხარჯებს მოითხოვს. ამ პერიოდში ძირითადი ბოსტნეული კულტურების კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯნის მოყვანა ნაკლებად მომგებიანია. ეს სათბურები ძირითადად უნდა ვამუშაოთ მზის ენერგიაზე  და მცირე გასათბობი საშუალებების გამოყენებით. თუ ჩვენ ვაპირებთ გვიან შემოდგომაზე, ზამთრის პერიოდში და ადრე გაზაფხულზე ისეთი სითბოს მიმართ მომთხოვნი მცენარეული კულტურების მოყვანას როგორიცაა: კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გვქონდეს ენერგოეფექტური სათბური, რათა სათბურის გასათბობად საჭირო ძვირადღირებულ საშუალებებში მნიშვნელოვანი ეკონომია გავაკეთოთ. სათბურის მთავარი ხარჯი არის გასათბობი საშუალება. გასათბობად შეიძლება გამოიყენო ქვანახშირი, შეშა, გაზი და ა შ . (ელექტროენერგიის გამოყენებაზე ლაპარაკი ზედმეტია).  ყველაზე იაფია აქედან ქვანახშირი, მერე შეშა და გაზი. ფერმერს თუ არაენერგოეფექტური სათბურის გასათბობად მაგალითად 100 000 ლარი სჭირდება,  ორმაგი ენერგოეფექტური სათბურის შემთხვევაში მისი დანახარჯი 40 პროცენტით შემცირდება.

© photo: SRCA / FBარაენერგოეფექტური სათბური
სასათბურე ტექნოლოგიები: როგორ მოვიყვანოთ ბოსტნეული იაფად შემოდგომა–ზამთარში - Sputnik საქართველო
არაენერგოეფექტური სათბური

–რამდენი სახის ენერგოეფექტური სათბური არსებობს?

მსოფლიოში არსებობს რამოდენიმე ტიპის ენერგოეფექტური სასათბურე ტექნოლოგია, რომლებიც საქართველოშიც არის გაკეთებული და წარმატებით ფუნქციონირებენ.

ენერგოეფექტური სათბურებიდან უნდა გამოვყოთ სამი სახის სათბური: 1). მიწისქვეშა სათბური. 2). მყარკედლიანი აგურის სათბური  3). ორმაგი (დუბლი) სათბური. სამივე სახის სათბური ენერგოეფექტური სათბურების კატეგორიაში შედის, რადგან ამ კატეგორიის სათბურების კონსტრუქციაში ან განლაგებაში გათვალისწინებულია სპეციფიკური ელემენტები, რომლებიც სათბურებს ენერგოეფექტურობას ანიჭებს.

© photo: SRCA / FBენერგოეფექტური სათბურები
სასათბურე ტექნოლოგიები: როგორ მოვიყვანოთ ბოსტნეული იაფად შემოდგომა–ზამთარში - Sputnik საქართველო
ენერგოეფექტური სათბურები

1). მიწისქვეშა სათბური. ამ სათბურის ძირითადი მოცულობა, სადაც განლაგებულია მცენარეების ძირითადი სავეგეტაციო ნაწილი მიწის ზედაპირის ქვემოთ მდებარეობს. მიწა ზამთრის პერიოდში თბილია, სათბურში შემავალი მზის სხივები დამატებით ათბობს მიწის ზედაპირს, ეს წარმოადგენს ამ სათბურის ენერგოეფექტურობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. მეორე მიზეზი ამ სათბურის ენერგოეფექტურობის არის ის, რომ სათბურს კონსტრუქციაში გაკეთებული აქვს სქელი საბანი, რომელსაც საღამოს სპეციალური ელექტრო ამძრავი საშუალებით სათბურს გადაეფარება და დილამდე სათბურის შიგნით ადვილია სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნება. ამ ტიპის სათბურების გაკეთება რეკომენდირებულია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ნიადაგის ტენიანობა 2-2.5 მეტრ სიღრმეზე მინიმალურია.

© photo: SRCA / FBენერგოეფექტური სათბურები
სასათბურე ტექნოლოგიები: როგორ მოვიყვანოთ ბოსტნეული იაფად შემოდგომა–ზამთარში - Sputnik საქართველო
ენერგოეფექტური სათბურები

2). მყარკედლიანი (აგურის) სათბური. ამ სათბურის ენერგოეფექტურობის მიზეზი პირველ რიგში არის ის, რომ სათბურის მარჯვენა კედელი და სათბურის თავი და ბოლო კედელი აგურით არის აშენებული, გარედან სათბური დაცულია თბოსაიზოლაციო მასალით. დღის მანძილზე აგურის კედლები თბება სათბურში. საღამოს სათბურს გადაეფარება საბანი, რომელიც სათბურის შიგნით დღის მანძილზე აკუმულირებულ სითბოს ინახავს ხანგრძლივი დროის მანძილზე. ამ ტიპის სათბურების გაკეთება რეკომენდირებულია როგორც აღმოსავლეთ აგრეთვე დასავლეთ საქართველოში.

© photo: SRCA / FBენერგოეფექტური სათბურები
სასათბურე ტექნოლოგიები: როგორ მოვიყვანოთ ბოსტნეული იაფად შემოდგომა–ზამთარში - Sputnik საქართველო
ენერგოეფექტური სათბურები

3). ორმაგი (დუბლი) სათბური. ამ ტიპის სათბურის ენერგოეფექტურობა განპირობებულია თერმოსის პრინციპით. ამ სათბურში ენერგოეფექტურობას განსაზღვრავს ორმაგი კონსტრუქცია ორი სასათბურე ფირით. ანუ ასეთი ტიპის სათბური შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ - სათბური სათბურში.  სათბურის ორმაგი კონსტრუქცია ორი სასასათბურე ფირით, სითბოს გაცემის კოეფიციენტს სერიოზულად ამცირებს და თავისთავად სათბურის გასათბობად საჭირო ხარჯებიც მნიშვნელოვნად მცირდება. ამ ტიპის სათბურის გაკეთება რეკომენდირებულია როგორც აღმოსავლეთ აგრეთვე დასავლეთ საქართველოში.

© photo: SRCA / FBენერგოეფექტური სათბურები
სასათბურე ტექნოლოგიები: როგორ მოვიყვანოთ ბოსტნეული იაფად შემოდგომა–ზამთარში - Sputnik საქართველო
ენერგოეფექტური სათბურები

–რა დაუჯდება ამ სათბურების აშენება ფერმერს ?

ერთი კვადრატული მეტრი არაენერგოეფექტური სათბურის აშენება დაახლოებით 15 დოლარი ღირს. ერთი კვადრატული მეტრი ორმაგი სათბურის აშენება ფერმერს  დაახლოებით 20 დოლარი დაუჯდება. მიწისქვეშა სათბური –30 დოლარის ფარგლებში, ხოლო მყარკედლიან აგურის სათბურის კვადრატული მეტრის აშენებაზე დაახლოებით 140 ლარი შეიძლება დაეხარჯოს. თუმცა ამ კონსტრუქციამ შეიძლება 30 წელი და მეტიც გაძლოს. ფაქტიურად კაპიტალური შენობასავით არის. ორმაგი სათბურის ასაშენებლად გაწეული ხარჯი ფერმერმა შეიძლება ფაქტიურად ერთ სეზონზე ამოიღოს. არაენერგოეფექტურსა და ორმაგ სათბურების ღირებულებას შორის განსახვავება სადღაც 3–5 დოლარს შეადგენს. სათბურებში ნიადაგზე მოყვანილი პროდუქცია ბევრად უკეთესია და ქართულ ბაზარზეც უფრო გაიყიდება,  ვიდრე ის ჰიდროპონიკაში მოყვანილი, რომელიც თურქეთიდან შემოდის. მართალია ჰიდროპონიკა კვადრატულ მეტრზე უფრო მეტ პროდუქციას გვაძლევს,  მაგრამ ის ფაქტიურად სასუქით და წყლით არის მოყვანილი.  ენერგოეფექტური სათბურები კი, რომლებზედაც ვისაუბრეთ, განკუთვნილია ნიადაგში ბოსტნეულის მოსაყვანად.

© photo: SRCA / FBენერგოეფექტური სათბურები
სასათბურე ტექნოლოგიები: როგორ მოვიყვანოთ ბოსტნეული იაფად შემოდგომა–ზამთარში - Sputnik საქართველო
ენერგოეფექტური სათბურები

–როდის უნდა დაიწყოს სათბურის მშენებლობა გლეხმა?

–თუ გვინდა, რომ ადრე გაზაფხულზე სათბური გამზადებული გვქონდეს, ფერმერი ზამთარ გაზაფხულის სეზონზე ამას ვერ მოასწრებს. მიზეზი ის არის, რომ სათბურის შეკვეთას, მშენებლობას დრო სჭირდება, აგრეთვე სათბურის ფირის გადაჭიმვა, მხოლოდ მაღალი ჰაერის ტემპერატურის დროს კეთდება. ამიტომ ფერმერმა სამუშაო სეზონი, რომ არ დაკარგოს, სათბურის მშენებლობა უნდა დაასრულოს ზაფხულის განმავლობაში, ხოლო სასათბურე ფირის გადაჭიმვა უნდა მოასწროს ზაფხულის ბოლოს ან  შემოდგომის დასაწყისში. აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ფერმერმა ან მეწარმემ სათბურის შერჩევის წინ გაიაროს სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია თუ როგორი სათბური არის რეკომენდირებული კონკრეტულ რეგიონში კონკრეტული მცენარეული კულტურების მოსაყვანად.

საქართველოში ენერგოეფექტურ სათბურებს ფერმერები მარნეულში უკვე იყენებენ და თუ ისინი საქართველოს სხვა რეგიონებშიც მომრავლდება, მაშინ  თურქეთიდან შემოდგომა–ზამთარის სეზონზე სულ უფრო ნაკლები პომიდორი, კიტრი, ბადრიჯნი და წიწაკი შემოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0