საქართველოში ტექდათვალიერებას ყოველი მეექვსე ავტომობილი ვერ გადის

© Sputnik / Alexander Imedashviliტექდათვალიერების ერთ-ერთი ცენტრი
ტექდათვალიერების ერთ-ერთი ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილების მფლობელებმა ტექდათვალიერების გასავლელად 16,4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ტექნიკური შემოწმება 232 ათასზე მეტმა ავტომობილმა გაიარა, აქედან წარმატებით - 194 ათასმა (83,6%), ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანგარიშში.

რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექდათვალიერების გასავლელად საქართველოში>>

საქართველოში, 2019 წლის იანვრის მონაცემებით, 1,3 მილიონზე მეტი ავტომობილია დარეგისტრირებული.

„შსს-სგან მივიღეთ 2019 წლის იანვარ-თებერვლის და მთელი 2018 წლის მონაცემები... ამ ეტაპისათვის ინსპექტირების ვალდებულება არ წარმოშობია ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა მფლობელს, რაც სრული სურათის დანახვაში ხელს გვიშლის. სავარაუდოდ, 2020 წლისათვის მონაცემების შეფასება შესაძლებელი იქნება, რადგან სრული მასშტაბით მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ავტომობილს", - ნათქვამია ანგარიშში.

სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ პირველადი ტექდათვალიერების გასავლელად, ავტომფლობელებმა 16,4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.

თბილისის ქუჩები - Sputnik საქართველო
როგორ გავიაროთ სავალდებულო ტექდათვალიერება: ერთი ავტომობილის მაგალითი

როგორც IDFI-ში აღნიშნავენ, იმის გათვალისწინებით, რომ განმეორებითი ინსპექტირება მათ სხვა სერვის-ცენტრებში გაიარეს, პირველადი და განმეორებითი ინსპექტირებისთვის ჯამში 19,7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ავტომობილების მართვისთვის, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს, დაჯარიმდა 14 ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი, ნათქვამია ანგარიშში.

რატომ ვერ გადიან ტექდათვალიერებას ავტომობილები

მიზეზების დასახელება, თუ რატომ ვერ გადიან ავტომობილები ტექდათვალიერებას, რთულია. როგორც IDFI-ს შსს-ში განუცხადეს, უწყება ამ ინფორმაციას არ აღრიცხავს. შესაბამისად, უცნობია, რა პრობლემებს ჭრიდნენ ავტომობილების მფლობელები მეორადი ინსპექტირებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0