საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქე ათიდან ოთხი ბავშვის დედა აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატი ამტკიცებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებმა უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის უდანაშაულობა დაამტკიცა.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ ჟურნალისტებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებზე უამბო.

ბავშვებით ვაჭრობის საქმე - თბილისის სასამართლომ უკრაინელ ქალს პატიმრობა შეუფარდა >>

კვლევამ აჩვენა, რომ ათივე არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებთანაც ერთად იულია საქართველოში მოსკოვიდან 8 აპრილს ჩამოფრინდა, მისი მეუღლის იური სუსლიაკის შვილები არიან. აქედან ოთხი ბავშვი მათი საერთო შვილია.

იულია სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ის ბავშვებთან ერთად აპირებდა გადასვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. სწორედ იქ იმყოფება მისი მეუღლე იური სუსლიაკი.

„აღკვეთის ღონისძიება სამართლებრივ საფუძველს სრულიად მოკლებულია. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს იულია სუსლიაკის უდანაშაულობას. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ადასტურებს, რომ იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა. რასაც ის ჩვენებებში ამბობდა და რასაც ჩვენ ვამტკიცებდით“, – განუცხადა პირველ არხს თოდუამ.

მისი თქმით, ყველა ბავშვი ერთმანეთის და-ძმები არიან. ყველა ეჭვი, თითქოს ადგილი ჰქონდა ყიდვა-გაყიდვას, გაქარწყლებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა: უკრაინის მოქალაქემ ერთი ბავშვი რუსეთში გაყიდა, 10 საქართველოში ჩამოიყვანა

ამასთან მან საქმის პროკურორის დასჯა მოითხოვა.

„დროა დადგეს პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ეს ბრალდება მოიფიქრა“, – განაცხადა თოდუამ.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ 22 მაისს გენერალური პროკურორის სახელზე შეიტანა საჩივარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა პროკურატურაში, შსს-ში და სასამართლოში იყვნენ პირები, რომლებიც აღნიშნულ საქმეში დაინტერესებული არიან გამამტყუნებელი განაჩენით, რათა შემდგომში ბავშვების ბედი თავად გადაწყვიტონ.

ოთხშაბათს სასამართლო სხდომაზე თოდუამ შეიტანა შუამდგომლობა იულია სუსლიაკისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ის არ დაკმაყოფილდა.

„არანაირი ვაჭრობა არც ბავშვებით, არც ორგანოებით არ ყოფილა“ - დაკავებული ქალის მეუღლე >>

შსს-ში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ყველა მიმართულებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქმის არსი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
უზბეკეთის მოქალაქეს საქართველოში 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

მან მასმედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა ათივე ბავშვის დედისგან განცალკევების გადაწყვეტილება.

უსაფრთხოების მიზნით ბავშვები მოათავსეს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.

შსს-ს ეჭვი გაუჩინა იმ ფაქტმა, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული.

ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებისას შსს-მ განაცხადა, რომ ეძებს მე-11 ბავშვს, რადგან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალს უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ჰყავს 11 ბავშვი, ხოლო საქართველოში შემოყვანილი ჰყავს მხოლოდ 10.

იულიას მეუღლე იური სუსლიაკი ამტკიცებს, რომ ცხრა თვის ბავშვი რუსეთში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა და მათ გააჩნიათ მტკიცებულება – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ამის შესახებ მან „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

იური ამტკიცებს, რომ ისინი არ ეწეოდნენ არც არასრულწლოვანებით ვაჭრობას, არც ორგანოებით ვაჭრობას. სწორედ მან მოითხოვა დნმ-ის ანალიზის ჩატარება, რათა ბავშვების მამობა და დედობა დადგინდეს.

საპატრულო სამსახური ბათუმში - Sputnik საქართველო
„სად არის მე-11 ბავშვი?“ - დასახელდა უკრაინელი ქალის დაკავების დეტალები

თბილისში ჩამოსვლა მან ვერ გარისკა, რადგან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა – აფხაზეთში საქართველოს გვერდის ავლით აღმოჩნდა და პასუხისგებაში მიცემის ეშინოდა. დნმ-ის ჩასაბარებლად საქართველოში იურის დედა ჩამოვიდა.

„ქორწინებაში 17 წელია ვართ. 11 შვილი გვეყოლა, სამწუხაროდ, ერთი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, აბაზანაში დაიხრჩო, ეს გასულ წელს მოხდა. დღეისათვის გვყავს 10 შვილი. უფროსი ქალიშვილი ცხრა-ნახევარი წლისაა, ხოლო უმცროსი შვიდი თვისაა. დაღუპული ბავშვი ცხრა თვის იყო“, – განაცხადა სუსლიაკმა.

მან ასევე განმარტა, როგორ მოხდა, რომ ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული.

ყველა ბავშვი ჩვენია, ოთხი ბავშვი იულიამ გააჩინა, ხოლო შვიდი – სუროგატმა დედებმა.

ახალშობილისა და დედის ხელები - Sputnik საქართველო
ვინ გადაიხადა დედის „ამაგი", ანუ დედამ შვილი ათას ლარად გაყიდა

„პირველი სამი იულიამ გააჩინა, შემდეგ დიდხანს ვერ ორსულდებოდა... ჩვენ მივმართეთ რეპროდუქტოლოგებს და სუროგატი დედების სერვისს. ავიყვანეთ შვიდი სუროგატი დედა, რომლებმაც შვილები გაგვიჩინეს“, – გამოტყდა სუსლიაკი.

შემდეგ კი, ყველა სამედიცინო ჩვენების მიუხედავად, იულია კვლავ დაფეხმძიმდა ბუნებრივი გზით.

„უმცროსი ქალიშვილი იულიამ გააჩინა. ჩვენ ახლა ექვსი გოგონა და ოთხი ბიჭი გვყავს“, – განაცხადა სუსლიაკმა.

პირველი არხის ინფორმაციით, პროკურორი თეა გიორგაძე მაინც ამტკიცებს, რომ გამოძიებას გააჩნია უცხოეთიდან მიღებული დოკუმენტი, რომელიც მე-11 ბავშვის გაყიდვის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, უკრაინის მოქალაქისთვის ბრალდების წარდგენის საფუძველი სწორედ ეს დოკუმენტი გახდა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0