უზბეკეთის მოქალაქეს საქართველოში 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში უზბეკეთის მოქალაქე თანამემამულეს პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდა

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქეს, რომელიც თანამემამულეს პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდა, 12 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის იანვარში ქალი უზბეკეთი მყოფ თანამემამულეს დაუკავშირდა და საქართველოში სამუშაოდ მოიწვია. ისიც დათანხმდა და გასული წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმში, ნაქირავებ ბინაში დაიწყო ცხოვრება.

მოგვიანებით ბათუმში მყოფმა „მასპინძელმა" ქალს პასპორტი ჩამოართვა, ქალაქში თავისუფლად გადაადგილება აუკრძალა და პროსტიტუციაში ჩაბმა აიძულა, თანხას კი თავად იღებდა. ქალი ბათუმისა და ხელვაჩაურის რაიონის რესტორნებსა და ღამის კლუბებში ძალით მიჰყავდათ.

როდესაც პოლიციამ საქმე აღძრა, ეჭვმიტანილი გაიქცა. 2018 წლის მაისში მასზე ძებნა გამოცხადდა, 14 დღის შემდეგ კი იგი ახალქალაქში დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით", რაც 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0