პროკურატურა: უკრაინის მოქალაქემ ერთი ბავშვი რუსეთში გაყიდა, 10 საქართველოში ჩამოიყვანა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის მოქალაქეს ბრალი წარედგინა უცხოეთიდან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. პროკურატურას გააჩნია მტკიცებულება იმ ფაქტის, რომ საქართველოში დაკავებულმა უკრაინის მოქალაქემ იულია სუსლიაკმა რუსეთში ცხრა თვის ბავშვი გაყიდა, იუწყება პირველი არხი საქმის პროკურორ თეა გიორგაძეზე დაყრდნობით.

ბავშვებით ვაჭრობის საქმე - თბილისის სასამართლომ უკრაინელ ქალს პატიმრობა შეუფარდა >>

საქმის მასალების თანახმად, იულია სუსლიაკი მოსკოვიდან 8 აპრილს ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა და მათთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. მისი მეუღლე - იური სუსლიაკი ამჟამად სწორედ იქ იმყოფება.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„არანაირი ვაჭრობა არც ბავშვებით, არც ორგანოებით არ ყოფილა“ - დაკავებული ქალის მეუღლე

იულია 26 აპრილს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე მისი გადაყვანა, გადამალვა, ტრანსპორტირება და შეფარება, ჩადენილი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ (ათი არასრულწლოვანი), დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით.

პარასკევს შსს-მ განაცხადა, რომ ეძებს მე-11 ბავშვს, რადგან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალს უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ჰყავს 11 ბავშვი, ხოლო საქართველოში შემოყვანილი ჰყავს 10. საბუთების მიხედვით, ისინი არიან იულია და იური სუსლიაკების შვილები და მათ გვარს ატარებენ. შსს-ს ეჭვი გაუჩინა იმ ფაქტმა, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული.

ათი ბავშვის დედა თუ მოძალადე? ზუგდიდში უკრაინის მოქალაქე დააკავეს >>

იულია სუსლიაკის მეუღლე იური სუსლიაკი ამტკიცებს, რომ ცხრა თვის ბავშვი რუსეთში გარდაიცვალა და ოჯახს გააჩნია მტკიცებულებები - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

თავის მხრივ, პროკურორი გიორგაძე დაჟინებით ამტკიცებს, რომ პროკურატურას გააჩნია უცხოეთიდან მიღებული დოკუმენტი, რომელიც ბავშვის გაყიდვის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, ეს დოკუმენტი გახდა საფუძველი, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეს ბრალი წარედგინა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
უზბეკეთის მოქალაქეს საქართველოში 12 წლით პატიმრობა შეეფარდა

გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ სუსლიაკის ადვოკატმა სასამართლოში ბავშვის გარდაცვალების დოკუმენტის დედნის ნაცვლად მხოლოდ ქსეროასლი წარმოადგინა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

მან მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.

მედიის ინფორმაციით, მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება.

„სად არის მე-11 ბავშვი?“ - დასახელდა უკრაინელი ქალის დაკავების დეტალები >>

ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, ორი მათგანი დღემდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, დანარჩენი რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.

ამასთან, იულიას მეუღლე, იური სუსლიაკი ამტკიცებს, რომ მათ არც არასრულწლოვანთა, არც ორგანოებით ვაჭრობა არ ჩაუდენიათ. მან ასევე განაცხადა, რომ ის და დედამისი თანახმანი არიან გაიკეთონ დნმ-ის ანალიზი, რათა ბავშვების მამობა დაამტკიცოს.

იურიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ იულიას ადვოკატს გააჩნია ყველა დოკუმენტი, რომელიც ყველა ბავშვის მათთან გენეტიკურ კავშირს ადასტურებს.

ყველა ახალი ამბავი
0