„არანაირი ვაჭრობა არც ბავშვებით, არც ორგანოებით არ ყოფილა“ - დაკავებული ქალის მეუღლე

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არასრულწლოვანთა ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქის მეუღლე ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოში დაკავებული 37 წლის უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის მეუღლე იური სუსლიაკი ამტკიცებს, რომ მათ არც არასრულწლოვანთა, არც ორგანოებით ვაჭრობა არ ჩაუდენიათ, იუწყება პირველი არხი.

ათი ბავშვის დედა თუ მოძალადე? ზუგდიდში უკრაინის მოქალაქე დააკავეს >>

გამოძიებამ დაადგინა, რომ სუსლიაკი მოსკოვიდან 8 აპრილს ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა და მათთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. მისი მეუღლე ამჟამად სწორედ იქ იმყოფება.

საპატრულო სამსახური ბათუმში - Sputnik საქართველო
„სად არის მე-11 ბავშვი?“ - დასახელდა უკრაინელი ქალის დაკავების დეტალები

პარასკევს შსს-მ განაცხადა, რომ ეძებს მე-11 ბავშვს, რადგან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალს უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ჰყავს 11 ბავშვი, ხოლო საქართველოში შემოყვანილი ჰყავს 10. საბუთების მიხედვით, ისინი არიან იულია და იური სუსლიაკების შვილები და მათ გვარს ატარებენ. შსს-ს ეჭვი გაუჩინა იმ ფაქტმა, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული.

იულია ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„გასულ წელს მოხდა უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც მე-11 ბავშვი გარდაიცვალა. არსებობს მისი გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი, სამედიცინო დასკვნა, არსებობს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის დახურვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ფაქტზე აღიძრა და შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო“, – განაცხადა იური სუსლიაკმა.

მისი თქმით, „ბავშვი სააბაზანოში დასრიალდა და დაიხრჩო“. მან ასევე დაამატა, რომ ბავშვი მარტო არ ბანაობდა.

სოცმუშაკები - Sputnik საქართველო
საქართველოში სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

საკუთარი სიტყვების დადასტურების მიზნით იური აპირებს მიმართოს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს, რათა ბავშვის დაღუპვის ფაქტზე აღძრული საქმის დახურვის დადგენილება გამოითხოვოს.

„რუსეთის ფედერაციაში არის ყველა დოკუმენტი, მათ შორის მორგში, საგამოძიებო კომიტეტსა თუ სხვაგან, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნამდვილად უბედურ შემთხვევა მოხდა და ყველა ორგანო იყო ადგილზე. არანაირი ვაჭრობა არც ბავშვებითა და არც ორგანოებით არ ყოფილა“, – აცხადებს იური სუსლიაკი.

იურიმ ასევე განაცხადა, რომ ის და დედამისი თანახმანი არიან გაიკეთონ დნმ-ის ანალიზი, რათა ბავშვების მამობა დაამტკიცოს.

უზბეკეთის მოქალაქეს საქართველოში 12 წლით პატიმრობა შეეფარდა >>

„მე შევთავაზე მათ, რომ აეღოთ ჩემგან ბიოლოგიური მასალა. შევთავაზე ისიც, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ წითელი ჯვარის დახმარებით ეს ბიოლოგიური მასალა გადავცე გამოძიებას. არის მესამე ვარიანტიც, რომ დედაჩემი ჩამოფრინდეს საქართველოში და სისხლის ანალიზი ჩააბაროს, რომ ნათესაური კავშირი დადგინდეს“, - განაცხადა სუსლიაკმა.

იტალიის პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ტრეფიკინგის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ამასთან მან აღნიშნა, რომ თავადაც მზად არის ჩამოვიდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუ მას ექნება გარანტია, რომ მასზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის დევნა არ განხორციელდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც მოითხოვენ ყველა დოკუმენტს უკრაინიდან და რუსეთიდან, საქმე დაიხურება“, - აღნიშნა სუსლიაკმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ იულიას ადვოკატს გააჩნია ყველა დოკუმენტი, რომელიც ყველა ბავშვის მათთან გენეტიკურ კავშირს ადასტურებს.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

მან მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
ბავშვთა ექსპლუატაციის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

მედიის ინფორმაციით, მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება.

ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, ორი მათგანი დღემდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, დანარჩენი რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.

ყველა ახალი ამბავი
0