თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. იტალიელმა მესაზღვრეებმა მიგრანტების ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
იტალიური მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მიგრანტებით სავსე ნავი ღამით შენიშნეს და დაედევნენ. ნავში 9 არალეგალი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ქალი და ერთი ბავშვი.
მიგრანტების ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. ის სასამართლოს წინაშე წარდგება.
სანაპიროზე გადასვლის შემდეგ, მიგრანტების ნაწილი დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს.