ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა და დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება, მასთან ერთად თბილისს მისი 50–მდე მეგობარი და კოლეგა ეწია. თბილისის ერთ–ერთი სასტუმროს რესტორანში გამართული საზეიმო ბანკეტის დროს, შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, რომელთათვისაც მიუღებელი იყო პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადება. პოზნერი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა, ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.