ვლადიმირ პოზნერმა სტუმრებთან ერთად საქართველო დატოვა

© Sputnik / STRINGERაქცია პოზნერის ჩამოსვლის გამო
აქცია პოზნერის ჩამოსვლის გამო - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
აეროპორტში იმყოფებოდნენ აქტივისტები, რომლებიც რუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოდან უკვე გაემგზავრა. თვითმფრინავი, რომელშიც ისინი ჩასხდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე აფრინდა, იუწყება „პირველი არხი“.

ვლადიმირ პოზნერს 1 აპრილს 87 წელი უსრულდება, და მან ამ დღის აღნიშვნა საქართველოში გადაწყვიტა. მასთან ერთად თბილისში დაახლოებით 50 მეგობარი და კოლეგა ჩამოვიდა.

აეროპორტში მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. ადგილზე იმყოფებოდნენ აქტივისტები, რომლებიც რუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ. მათ რუსი ჟურნალისტი სასტუმროდან აეროპორტისკენ შეძახილებითა და კვერცხების სროლით გააცილეს.

საპროტესტო აქცია ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
საქართველოში ვლადიმირ პოზნერს დაბადების დღე საპროტესტო აქციით „მიულოცეს“

პროტესტი გუშინ, საღამოს დაიწყო. საზეიმო ბანკეტამდე თბილისში, რესტორან „ვინოტელში“ ვახშამი იმართებოდა. რესტორანთან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ პოზნერის მიერ ადრე გაკეთებულ კომენტარებს აფხაზეთთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ვახშამი ჩაშალეს. მათ შრომის ინსპექციას აცნობეს იმის შესახებ, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს – 21:00 საათის შემდეგ 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია, ხოლო რესტორნებს ამ საათებში მუშაობა ეკრძალება.

რესტორანი დააჯარიმეს 10 ათასი ლარით. პოზნერი და მისი სტუმრები პოლიციის კორდონის გავლით მიიყვანეს ავტობუსამდე, რომელმაც ისინი სასტუმრომდე „რუმს ჰოტელამდე“ მიიყვანა, სადაც ისინი დაბინავდნენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილმაც სასტუმროსთან გადაინაცვლა და მოითხოვა, რომ პოზნერს საქართველო დაეტოვებინა. მათ სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

პოზნერი საქართველოში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდა. მისი თქმით, ის დაბადების დღეს საქართველოში უკვე მესამე წელია აღნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0