13:27 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
2258520

ესაა ყველაზე არააქტიური მზის დრო, რომელსაც მზებუდობა ეწოდება. გველოდება ყველაზე ხანგრძლივი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. ამ დღეს დგება ასტრონომიული ზამთარი და სრულდება ასტრონომიული შემოდგომა

ამ დღეს უძველესი დროიდან ენიჭებოდა მისტიკური მნიშვნელობა, ამიტომ ეს დრო დიდი სიფრთხილით უნდა გავატაროთ.

მზებუდობა 2020 წელს 21 დეკემბერს თბილისის დროით 14:02 საათზე დადგება.

ამ დღეს მზე მაქსიმალურად იქნება მოშორებული ეკვატორს და ჰორიზონტზე მინიმალურ დონეზე გამოჩნდება.

  • მზებუდობა, ანუ ნაბუნიობა (ესე არს დეკენბერსა რა მზემ მატება იწყოს, გინა ივნისს რა კლება იწყოს) - ეს არის მისტიკური დრო, რომელსაც ყველა დროში დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ. სხვადასხვა კულტურაში მას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, მაგრამ უმრავლესობისთვის ის გათავისუფლებისა და აღორძინების დროდ მიიჩნევა.

ყველაზე გრძელი ღამე, როგორც წესი, 22 დეკემბერს დგება, მაგრამ რადგან ეს წელი ნაკიანია, ის 21 დეკემბერს იქნება. უწინ მიიჩნევდნენ, რომ ეს დღე აერთიანებს ოთხ სტიქიას: ცეცხლს, დედამიწას, წყალსა და ჰაერს და სივრცე მათი ენერგიით ივსება. გარდამტეხი მომენტი დგება ბუნებაში - მზე სწორედ ამ დღეს მხოლოდ მცირე ხნით მოჩანს ჰორიზონტიდან.

ყველაზე გრძელი ღამე ადამიანებში ეჭვებსა და შიშებსაც კი იწვევს. ძველად მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ასეთ დროს უწმინდური არსებები დაძრწოდნენ დედამიწაზე და მზის არ ეშინოდათ.

მზებუდობა საშიშ დღედ მიიჩნევა, მაგრამ არის სასიხარულო მომენტებიც - სწორედ ამ დღიდან დაიწყებს დღე მატებას, ბუნება თითქოს გაღვიძებასა და გაზაფხულისთვის მზადებას შეუდგება. გარდამტეხი მომენტი მიესადაგება იმას, რომ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, უკან მოვიტოვოთ ეჭვები, ცუდი აზრები, გადავდგათ ნაბიჯი წინ ახალი, სუფთა ზრახვებითა და ბედნიერი მომავლის რწმენით. ნაბუნიობის ენერგეტიკა რამდენიმე დღე გაიჭიმება, ასე რომ, მოსამზადებლად დრო გვაქვს.

ყველაზე გრძელი ღამე მზარდი მთვარის ეგიდით თევზების ნიშანში ჩაივლის.

ამ დღეს სიფრთხილეა საჭირო – არ შეიძლება ბევრი ფულის ხარჯვა, საკუთარი შეცდომებში სხვების დადანაშაულება, გადაღლა, რთულ საქმეებზე შეჭიდება. ადამიანებს ძალა გვესაჭიროება, მაგრამ მზე ამ ძალას ვერ მოგვცემს. ამიტომ საჭიროა ენერგიის დაზოგვა.

რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს>>

ამ დღეს კიდევ ერთი მნიშვენლოვანი მოვლენა მოხდება – სატურნისა და იუპიტერის შერწყმა. სატურნისა და იუპიტერის შერწყმა, ჩვეულებრივ, 20 წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ ამჯერად ეს იქნება ამ პლანეტების ყველაზე ახლო შერწყმა ბოლო 800 წლის განმავლობაში. ეს მოვლენა მრავალ ცვლილებას მოიტანს დედამიწაზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ პლანეტების შერწყმა მთელ ეპოქას შეცვლის.

რა უნდა გავაკეთოთ მზებუდობის დღეს

დაისვენეთ, გამოიძინეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გამონახეთ დრო კითხვისთვის, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. ამ დღეს ჩაეყრება საძირკველი ბევრ რამეს, რაც შემდეგი ნახევარი წლის განმავლობაში მოხდება, ამიტომ იფიქრეთ სასურველზე, რაც გსურთ, რომ ამ ექვსი თვის განმავლობაში მოხდეს.

ნაბუნიობა ის დღეა, როდესაც უნდა გათავისუფლდეთ ყველაფერი უსარგებლოსგან, ზედმეტისგან: დაალაგეთ სახლი, გადახედეთ გარდერობს და გაეცით ან გადაყარეთ ის, რასაც აღარ იყენებთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან – ამ დღეს ეს ბევრად იოლად გამოგივათ.

ამასთან, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარეგნული, არამედ შინაგანი გაწმენდაც – ძალზე სასარგებლოა ამ დღეს მარხვა, ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლება.

გაეცით ნათელი ენერგია, მიეცით საკუთარ თავსაცა და ახლობელ ადამიანებსაც პოზიტივი, დაიმუხტეთ ნათელი ენერგიით მთელი ექვსი თვით და არავითარ შემთხვევაში არ იჩხუბოთ.

ძალზე კარგი დღეა გეგმების დასაწყობად, სურვილების ჩასაფიქრებლად. დაგეგმეთ შემდეგი ექვსი თვის მოქმედებების გეგმა, რათა სასურველს მიაღწიოთ.

რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ზამთრის მზებუდობა - ესაა ზღვარი, როდესაც ნათელი და ბნელი მხარეები ერთმანეთს ებრძვიან. იმისთვის, რომ სინათლემ გაიმარჯვოს, საჭიროა ფეხზე მყარად დგომა და საკუთარი თავისთვის სისუსტეებსა და ცდუნებებზე აყოლაზე უარის თქმა. თავდაჯერებულობა და აუჩქარებლობა საშუალებას მოგვცემს, რომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილოთ და კოლოსალურ წარმატებებს მივაღწიოთ.

რას მოუტანს მზებუდობის დღე ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს

ვერძი: შეგიძლიათ უკან მიიხედოთ და ბოლო რამდენიმე თვის მოვლენებს გადახედოთ თქვენს ცხოვრებაში. უკვე უახლოეს მომავალში მიხვდებით, რომ ყველაფერში თავისი კანონზომიერებაა და გაიაზრებთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ეს აღმოჩენა საკუთარ ინტერესებში. შეწყდება დაძაბული მდგომარეობა. გელოდებათ საკმაოდ იღბლიანი გადაწყვეტა პრობლემის, რომელიც დიდხანს გაწუხებთ.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ვერძი>>

კურო: სამყაროს თქვენთვის ზურგი არ უქცევია. ყველა ეს გამოცდა არის მცდელობა იმისა, რომ სწორ გზაზე დადგეთ, როელზეც სიყვარული და მხარდაჭერა გელოდებათ. მოგეცემათ ძალები და სიმტკიცე იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ. გეწვევათ შთაგონება და გაჩნდება ლოგიკური გეგმა, რომელსაც უნდა მიჰყვეთ. ეს გეგმა ძალზე მარტივი და ეფექტური იქნება. მთავარია იაროთ იქით, სადაც თქვენი ნამდვილი ოცნებაა და არა ვინმეს მიერ თავსმოხვეული წარმატების ილუზია.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – კურო>>

ტყუპი: ძალიან ხშირად იმის ნაცვლად, რომ წინ ვიაროთ და ახლობლებზე ვიზრუნოთ, ვწუწუნებთ და ერთმანეთს ვაკრიტიკებთ. ამას არაფერი კარგი არ მოაქვს. ამ ეტაპზე აქსიომად უნდა მიიღოთ, რომ გარშემომყოფები ნამდვილად აფასებენ იმას, რასაც აკეთებთ. პლანეტების ენერგია კიდევ უფრო პროდუქტიულს გაგხდით. ამიტომ უნდა დაივიწყოთ ძველი წყენები და მთლიანად გადაერთოთ მიზნების მიღწევაზე.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ტყუპი>>

კირჩხიბი: თუ გინდათ, თავი აარიდოთ უსიამოვნებებსა და ტკივილს, საკუთარი თავისთვის მკაფიო საზღვრები გაავლეთ. გახასიათებთ დანაშაულის გრძნობა, თუ ყველას დასახმარებლად არ გარბიხართ. მაგრამ ახლა საკუთარ კეთილდღეობაზე უნდა იფიქროთ. დააყენეთ თავი პირველ ადგილზე, დატკბით ცხოვრებისეული წამით, რომელსაც საკუთარ თავს უძღვნით. ეს ბედნიერებასა და სიმშვიდეს მოგიტანთ და უსარგებლო „სინანულის“ გრძნობას ჩაახშობს.

2021 წლის ჰოროსკოპი: კირჩხიბი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ლომი: თუ თქვენი გრძნობები შეილახა, მისი აღდგენისთვის დიდი დრო გჭირდებათ. ამის შემდეგ მნიშვნელოვან დასკვნებს გამოიტანთ და შეიმუშავებთ ახალ სტრატეგიას, რომელიც ირგვლივ მყოფების მხრიდან ახალი დარტყმებისგან დაგიცავთ. თავს ბევრად ძლიერად და ოპტიმისტურად იგრძნობთ, ძნელია, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით – გწამდეთ ამის.

2021 წლის ჰოროსკოპი: ლომი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ალწული: დროდადრო ფასეულობათა ჩვენი სისტემა ბოროტად გვეთამაშება. ვიწყებთ იმის დაჯერებას, რომ სიმართლე ერთია და ის ყველასთვის თვალნათელი უნდა იყოს. მაგრამ ეს ასე არაა. უფრო სწორად, თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, საკუთარი აზრი ჰქონდეს. ის, რაც თქვენთვის ჭეშმარიტებაა, სხვისთვის საეჭვო თვალსაზრისია. პრობლემა შეიძლება გაჩნდეს, თუ შეხვდებით თქვენსავით ურყევი შეხედულებების მქონე ადამიანს. უნდა ისწავლოთ მოქნილობა და კომპრომისების მოძებნა.

2021 წლის ჰოროსკოპი: ქალწული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

სასწორი: ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ე.წ. შავ პერიოდს ყოველთვის მოსდევს „თეთრი“, ასეთ შემთხვევაში შეძლებთ წინსვლას ყველაზე მძიმე დროსაც კი. ახლა პლანეტების ენერგია ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ, მთავარია, მომენტი ხელიდან არ გაუშვათ. თუნდაც სიტუაცია უიმედოდ გეჩვენებოდეთ, სულ მალე დაინახავთ, რომ პრობლემის გადაწყვეტის ძაფი პირდაპირ თქვენ ცხვირწინ დევს. კიდევ ერთი – შეიძლება მოგეჩვენოთ, ეს ეს გადაწყვეტილება თქვენს შეხედულებებს ეწინააღმდეგება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ყველაფერი საუკეთესო შედეგით დასრულდება.

2021 წლის ჰოროსკოპი: სასწორი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

მორიელი: ვარსკვლავები ყველაზე სანუკვარი მიზნების მიღწევისთვის სათანადო ენერგიით დაგმუხტავენ. სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ შეიმუშავოთ ბარიერების გადალახვის გეგმა. თუ მიენდობით სამყაროს, აღმოცენებული პრობლემებიც კი, საბოლოოდ, თქვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. ამ გზაზე ასევე აღმოაჩენთ, რომ წარსულის მოვლენები ამ ყველაფერს საოცრად უკავშირდება და სწორედ ამ მოვლენებმა მიგიყვანეს იმ წერტილამდე, რომელშიც დღეს იმყოფებით.

2021 წლის ჰოროსკოპი: მორიელი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

მშვილდოსანი: შესაძლოა, წარსულის რომელიმე უსიამოვნო გამოცდილების მოგონებები ამოტივტივდეს. შეიძლება კვლავ დილემას გადააწყდეთ, რომელიც ძალიან გაწუხებდათ და გაშფოთებდათ. მაგრამ თუ ამას სხვაგვარად – ემოციებისა და განცდების გარეშე შეხედავთ, მდგომარეობიდან გამოსავალს იპოვით. დგახართ შუა მონაკვეთზე გარკვეული გზისა, რომელიც შეიძლება გაჭიანურდეს, მაგრამ დეკემბრის ბოლოს პლანეტებისა და ვარსკვლავების განლაგება დაგეხმარებათ, რომ ეს გზა დააჩქაროთ და თავგადასავლების მორევში გადაეშვათ.

2021 წლის ჰოროსკოპი: მშვილდოსანი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

თხის რქა: პლანეტები იმგვარად არიან განთავსებული, რომ დაგეხმარონ წარსულში დაშვებული გარკვეული შეცდომების გამოსწორებაში. წარმატება უეჭველად გელოდებათ წინ, ამიტომ არ მისცეთ უიღბლობას ნება, რომ კალაპოტიდან ამოგაგდოთ. ყველაფრის გადალახვა შესაძლებელია. მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით, უკვე მოჩანს ჰორიზონტზე.

2021 წლის ჰოროსკოპი: თხის რქა – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

მერწყული: შესაძლოა, დაბნეულად გრძნობთ თავს განვითარებული მოვლენების მორევში. გიჭირთ მთავარისა და მეორეხარისხოვნის გარჩევა. მაგრამ იმაზე ძლიერი ხართ, ვიდრე ის გაურკვევლობა, რომელიც გარს გაკრავთ. გაიხსენეთ, რომ ბევრჯერ შეძელით ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემების გადაწყვეტა. ახლაც გამოგივათ. ქვეცნობიერად გრძნობთ, რომ რაღაც სერიოზული გარდატეხის წინაშე დგახართ თქვენს ცხოვრებაში. გათავისუფლდით განგაშის გრძნობისა და შიშებისგან და შეხვდით საბედისწერო ცვლილებებს ღირსეულად.

2021 წლის ჰოროსკოპი: მერწყული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

თევზები: ხანდახან ჯანსაღი აზრის საპირისპიროდ ვიქცევით. როგორ უნდა იმოქმედოთ, როდესაც გულის ძახილს გინდათ მიჰყვეთ, გონება კი სხვა რამეს გკარნახობთ? აქ პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის. თავის გზას ყველა თვითონ ირჩევს. დაბეჯითებით ერთი რამის თქმა შეიძლება: მთელ ეს ისტორია ტონუსში გამყოფებთ, გმუხტავთ ენერგიით და მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. შესაძლოა, ბევრი რამის გადატანა მოგიწიოთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ ვითარებიდან სწორ გზაზე გამოხვალთ, გადატანილი მოვლენები თქვენში მხოლოდ საუკეთესო თვისებებს გამოავლენს. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩებით.

2021 წლის ჰოროსკოპი: თევზები – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

მთავარი თემები