მშვილდოსნები აქტიური და დაუდგრომელი ხალხი ხართ. 2021 წელი – თქვენია, თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. ესაა დრო, როდესაც შეძლებთ, იყოთ ის, ვინც ხართ და გადაჭრათ მნიშვნელოვანი პრობლემები.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელი თქვენთვის ძალზე წარმატებული იქნება, ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ საფრთხეების გარეშე ის მაინც არ ჩაივლის. ექსპერტები, პირველ რიგში, გირჩევენ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. საჭიროა საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოსვლა. ასეთ მდგომარეობაში საოცარი გამარჯვებების მოპოვებას შეძლებთ.
მამაკაცი მშვილდოსანი
მამაკაც მშვილდოსნებს, შესაძლოა, ავანტიურამ და რისკმა მიგიზიდოთ. ეს წარმატების მისაღწვეად არცთუ საუკეთესო ხერხია. სჯობს, ჯანსაღ აზრს ენდოთ – სიფრთხილე და წინდახედულება უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ. ეს განსაკუთრებით ეხება წლის დასაწყისსა და შემოდგომის პერიოდს, როდესაც ვარსკვლავები არახელსაყრელ მდგომარეობაში იქნებიან.
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები>>
ფინანსები და სამუშაო: მშვილდოსანი მამაკაცები საკმაოდ იღბლიანი იქნებით. ღამის მანათობლები მრავალი პრობლემის გადალახვასა და ფინანსური ნაკადების მოზიდვაში დაგეხმარებიან. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტები, გახსნათ საკუთარი ბიზნესი. ბევრი თქვენგანი შეძლებს საკუთარი ნიჭის რეალიზებას.
სიყვარული და ურთიერთობები: დიდი წარმატება გელოდებათ მარტოხელა მამაკაცებს. ვარსკვლავები მეორე ნახევრის პოვნაში დაგეხმარებიან. ბუნებრივი მომხიბვლელობა გაასმაგდება, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ – ისწავლეთ ტალახისა და ოქროს გარჩევა.
განწყობა და ჯანმრთელობა: მამაკაცი მშვილდოსნების განწყობა მთელი წელი სტაბილური იქნება. ვარსკვლავები ხანდახან ნეგატივზე თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. არ ღირს მწვავე რეაგირება უმნიშვნელო მოვლენებზე, წვრილმანებზე. ჭეშმარიტი ბედნიერება სიმშვიდეშია.
ქალი მშვილდოსანი
თქვენი დევიზი 2021 წელს იქნება: „იმუშავე, მაგრამ დასვენებას ნუ დაივიწყებ“. ასტროლოგები გირჩევენ, რომ შრომის შესაბამისად დაისვენოთ – არც მეტი და არც ნაკლები. ქალი მშვილდოსნებისთვის განსაკუთრებით წარმატებული წლის მეორე ნახევარი იქნება – განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში.
ფინანსები და სამუშაო: როგორც აღვნიშნეთ, ძალზე პროდუქტიული იქნება წლის მეორე ნახევარი. ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ თქვენი შემოსავლები გაიზარდოს. ძვირადღირებული ნივთების შეძენა ზაფხულსა და შემოდგომაზე აჯობებს.
სიყვარული და ურთიერთობები: ვარსკვლავები და პლანეტები დაგეხმარებიან და ბევრად უფრო მიმზიდველი და მომხიბლავი გახდებით, მამაკაცთა ყურადღება თქვენკენ იქნება მომართული. ეს ნიშნავს, რომ მეორე ნახევრის მოძებნა სირთულე არ იქნება. 2021 წელი – ესაა არშიყის, ხანმოკლე რომანებისა და ასევე ახალი მტკიცე ურთიერთობების დრო.
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
განწყობა და ჯანმრთელობა: თქვენი განწყობა სათანადო სიმაღლეზე იქნება. სწორედ ეს შეასრულებს ბევრ შემთხვევაში მაგნიტის ფუნქციას მამაკაცებისთვის. იმისთვის, რომ ახალი წელი პირველივე დღეებიდან პოზიტიურად დაიწყოთ, ასტროლოგები გირჩევენ, დროულად გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან, განაახლოთ გარდერობი და თავი საჩუქრებით გაინებივროთ.
გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძების, კუროების, ტყუპების, კირჩხიბების, ლომების, ქალწულების, სასწორების, მორიელებისთვის.