2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – კურო

© Pixabay / mohamed_hassanმედიტაცია ბუნებაში
მედიტაცია ბუნებაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორი იქნება 2021 წელი კუროებისთვის, რას მოუტანს ის კუროს ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

წელი კუროებისთვის ძალზე პოზიტიურად დაიწყება. იქნება პროდუქტიული პერიოდი, მაგრამ გარკვეული სირთულეები აპრილ–მაისში შეიძლება დაიწყოს. უსიამოვნებებთან გამკლავებაში ძლიერი ინტუიცია და საკუთარი თავის რქმენა დაგეხმარებათ.

კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება>>

მამაკაცი კურო

კურო მამაკაცები ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე ყველა შესაძლო ბარიერის გადალახვას შეძლებთ, თუ თითოეულ  საქმეს მაქსიმალურად პასუხისმგებლობითა და მთელი ძალებით მოეჭიდებით. ასტროლოგები გირჩევენ, რამდენიმე საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდოთ, აჩქარებას ყველაფრის გაფუჭება შეუძლია.

თეთრი ხარი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფინანსები და სამუშაო: კუროებს ამ სფეროში დიდი გამარჯვებები გელოდებათ. 2021 წელი იდეალურია ძვირად ღირებული რამის შესაძენად. ამ წელს ასტროლოგები არ გირჩევენ შორეულ მგზავრობაში წასვლას. თუ იქნება არჩევანი ახალი ბიზნესის დაწყებასა და ძველის განვითარებას შორის, ეს უკანასკნელი არჩიეთ.

სიყვარული და ურთიერთობები: ურთიერთობების განვითარება ჯერჯერობით დააყოვნეთ. მარტოხელებს შეგიძლიათ ახალი ურთიერთობების დაწყება, მაგრამ დიდ ინიციატივას ნუ გამოიჩენთ. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, სჯობს, ჯერ არ გადავიდეს პრინციპულად ახალ დონეზე. საუბარია ქორწინებასა და ბავშვის გაჩენაზე.

განწყობა და ჯანმრთელობა: სახლს მეტი დრო დაუთმეთ. შეიძლება რემონტის გაკეთება, ავეჯის გადაადგილება, ახლის ყიდვა. ყველაფერი, რაც სახლს უკავშირდება, თქვენს განწყობას დიდად აამაღლებს. სახლი თქვენთვის სამსახურში გადაღლის შემდეგ ნამდვილი დასვენების ადგილი გახდება.

ქალი კურო

ქალ კუროებს იღბალი წლის თორმეტივე თვე გაგიღიმებთ. ერთადერთ პრობლემურ პერიოდად გაზაფხულის ბოლო – ზაფხულის დასაწყის შეიძლება ჩაითვალოს. შუა წელიწადში თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

ქალი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის – რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

ფინანსები და სამუშაო: შესანიშნავი წელია მუშაობისა და ფინანსური აქტიურობისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, დახარჯოთ ფული საკუთარ თავზე: განაახლოთ გარდერობი, გაიკეთოთ ახალი ვარცხნილობა, ჩაიტაროთ კოსმეტიკური პროცედურები. ასევე წაგადგებათ პროფესიული ოსტატობის ამაღლება.

სიყვარული და ურთიერთობები: სიყვარულში შემოქმედებითი დამოკიდებულება დაგჭირდებათ. ცოტაოდენი კრეატივი ნამდვილად არ გაწყენთ. ვარსკვლავები და პლანეტები უფრო მიმზიდველსა და მომხიბლავს გაგხდიან. ეს ნიშნავს, რომ 2021 წელს გექნებათ მეტი რომანტიკა, დიდი ყურადღება მამაკაცების მხრიდან.

განწყობა და ჯანმრთელობა: 2021 წელს ქალი კუროები ენერგიითა და ძალებით იქნებით სავსე. შეძლებთ სიყვარულისა და მუშაობის, საქმეებისა და დასვენების შეთავსებას. ეს ძალზე ხელსაყრელი დროა დასვენებისთვის, მაგრამ სახლიდან შორს წასვლას, შორეულ მგზავრობას ვარსკვლავები არ გირჩევენ.

იხილეთ ასევე 2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ვერძი>>

ყველა ახალი ამბავი
0