2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

CC0 / Pixabay / ქალი საქანელაზე
ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლური კალენდრით ყოველი წელიწადი სხვადასხვა ცხოველი-თილისმის მფარველობით მიმდინარეობს. 2020 წელს ღორს თეთრი ლითონის ვირთხა ჩაანაცვლებს

თეთრი ლითონის ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება. ის ამ წელიწადში მოიტანს ღრმა ცვლილებებს ცხოვრების ყველა სფეროში. და თუმცა ეს ცვლილებები შეიძლება პოზიტიური გახდეს, ადამიანებზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სკრუპულოზურობა, გონიერება, ეშმაკობა - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს 2020 წლის მფარველ ცხოველს.

როგორი იქნება 2020 წელი ქალწულისთვის - ზოგადი მიმოხილვა

2020 წლის დასაწყისი მრავალი შთაბეჭდილებით დაგამახსოვრდებათ. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ახალ წიგნს, მოგზაურობას, ნაცნობობასა და მოულოდნელ აღმოჩენა-გონების განათებებს. უკვე იანვრის შუა რიცხვებში, შესაძლოა, დაღლილობა და ნაღველიც კი იგრძნოთ, რადგან თქვენი ცხოვრება ისეთი არაა, როგორზეც ოცნებობდით. სჯობს, ცოტა დაისვენოთ, შეზღუდოთ საქმეებისა და კონტაქტების რაოდენობა, მაგრამ დასვენება არ გააჭიანუროთ: იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში ვარსკვლავები კარიერული ნახტომის შესაძლებლობას მოგცემენ, ამიტომ ამისთვის მზად უნდა იყოთ.

© FB/ Zodiac Signsქალწული
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული - Sputnik საქართველო
ქალწული

წლის პირველ ნახევარში ნერვიულობა მოგიწევთ. გარშემომყოფები მოულოდნელად განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ: ბავშვებიდან დაწყებული მეზობლებით ან მოხშირებული სტუმრებით დამთავრებული. ხსნა მუშაობაშია. ხოლო დანარჩენი თავისთავად დალაგდება. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ. განსაკუთრებით ყურადღება გულისყურს მაისის ბოლოს მიაქციეთ - თქვენი მომავალი სიყვარული სადღაც სულ ახლოსაა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

წლის მეორე ნახევარი არცთუ წარმატებით დაიწყება. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, თქვენივე ილუზიები იქნება, რომელთა ტყვეობაშიც მოექცევით. შედეგად კი იმედგაცრუება და სტრესი გელოდებათ. აიყვანეთ თავი ხელში, მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და ფხიზლად შეაფასეთ, რამდენად არის დაშორებული რეალობა გამოგონილ სამყაროს და რა უნდა გააკეთოთ მათ შორის დისტანციის შესამცირებლად. მხარდაჭერა ძველ მეგობრებში, ბუნებასა და ფიქრებში, ასევე, მოგზაურობაში ეძებეთ.

ნოემბრის ბოლოსა და დეკემბერში ცხოვრებაში დიდი მოვლენები გელოდებათ - საჩქარო საქმეები სამუშაოზე და ასევე, მოულოდნელი სამსახურებრივი რომანი, რომელიც თქვენთვის შთაგონების წყარო გახდება, მაგრამ, ამავე დროს, გაანერვიულებს დაქორწინებულ ქალწულებს. ღირს თუ არა ამ რომანის გაბმა - დასკვნების გამოტანა ნაადრევია. უბრალოდ, დაელოდეთ დღესასწაულებს ურთიერთობების გამორკვევის გარეშე და შემდეგ საკუთარ ინტუიციას მიენდეთ - ის გიკარნახებთ სწორ გზას.

ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის>>

სასიყვარულო ჰოროსკოპი

2020 წელს სიყვარულისთვის არ გეცლებათ - თქვენი ფიქრები კარიერით იქნება დაკავებული. მჭიდრო ურთიერთობები გექნებათ ნათესავებთან. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს ოჯახში არ მოეწონებათ, ამას ძალიან განიცდით. მაგრამ თუ თქვენი რომანი ხელს შეუშლის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, არჩევანს კარიერის სასარგებლოდ გააკეთებთ. და თუ მიზნის მისაღწევად „იძულებული" იქნებით, საჭირო ადამიანს გაეარშიყოთ, რას იზამთ - საქმე ამას მოითხოვს.

გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

დაოჯახებული ქალწულებისთვის სასიყვარულო გატაცებები გასულ წელს დარჩა. ახლა ურთიერთობებში სტაბილურობას ემხრობით, მაგრამ გამორიცხული არაა მსუბუქი ფლირტი, განსაკუთრებით, სადმე გამგზავრებისას. დიდი ალბათობით, შორს არ წახვალთ, რადგან პარტნიორი თქვენთვის ძალზე ძვირფასია. სირთულეებია მოსალოდნელი მშობლების მხრიდან - მათ თქვენი რჩეულის მიღება არ სურთ.

მარტოხელები დაიწყებთ თქვენთვის შესაფერისი ადამიანის მოძებნას. 2020 წელს კი თქვენი კრიტერიუმები სრულიად განსაზღვრულია: გჭირდებათ გავლენიანი პარტნიორი, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, იგრძნოთ რომ ახლანდელ სამსახურში თქვენი „სამეფო ტახტი" ირყევა და სხვა ადგილზე მოისურვოთ „გამეფება". შესაძლოა, იპოვოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ამ არაორაზროვან მინიშნებებს გამოეხმაურება და თქვენთან არშიყს დაიწყებს. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს?

ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები>>

და რამდენ ხანს მოიტყუებთ თვითო თავს, რომ შეყვარებული ხართ, ან რამდენ ხანს დაარწმუნებთ თავს ამაში? ქალწულებს სიყვარულის სფეროში ანგარების გამო სამყარო, როგორც წესი, მკაცრად სჯის - გაითვალისწინეთ.

კარიერა და ფინანსები

2020 წელს სახარბიელო მატერიალური მდგომარეობა გექნებათ: ერთდროულად რამდენიმე დამატებითი შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ. მთავარია, უარი არ თქვათ წინადადებებზე და კარგად გათვალოთ მოქმედებები.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

იანვარში თამამად ჩადეთ ფული საკუთარი საქმის განვითარებაში, გაეცით სესხი, სპონსორობა გაუწიეთ პროექტებს. ამ თვეში პლანეტების განლაგება ფულის უკან მალე დაბრუნებას უწყობს ხელს. მარტში, ივლისსა და ნოემბერში კი სანამ საკუთარ სახსრებს რამე საქმეში გამოიყენებთ, ასჯერ დაფიქრდით - პლანეტების განლაგება ამ პერიოდებში არახელსაყრელია გარიგებებისა და ბიზნეს-იდეების რეალიზებისთვის.

გაზაფხულის დასაწყისში, შესაძლოა, ფინანსური დახმარება დაგჭირდეთ, რაშიც ნათესავები ან ახლობლები დაგეხმარებიან. ისინი განსაკუთრებით გულუხვი იქნებიან მარტის მეორე ნახევარში.

საინტერესო წინადადება შეიძლება მიიღოთ იმ დროს, როდესაც სახლიდან შორს იქნებით. კარგად დაფიქრდით - შესაძლოა, მიღებულ წინადადებაზე დათანხმებით, შემოსავლების გარდა, საკუთარი პოტენციალის გახსნისა და ახალ პროფესიულ საფეხურზე გადასვლის შანსი მიიღოთ. ამისთვის საუკეთესო დროა აპრილის ბოლო.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ>>

ზაფხულში დიდ შენაძენთან, განათლებასთან ან ქორწილთან დაკავშირებით ხარჯები გელოდებათ. ეცადეთ, ეს ხარჯები ივნისის ბოლომდე მოასწროთ.

შემოდგომაზე ბევრი სამუშაო გელოდებათ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა დაფასდება შემოსავლებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან ყურადღების თვალსაზრისით. შესაძლოა, დაწინაურებაც შემოგთავაზონ. ეცადეთ, თანამდებობა ნოემბრის პირველ და მეორე დეკადაში არ შეიცვალოთ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები

არ გაგიტაცოთ აზარტულმა თამაშებმა და ლატარიამ ნოემბრის პირველ დეკადაში, რადგან დიდი თანხის დაკარგვის საფრთხეა. ფრთხილად იყავით და არ გაებათ თაღლითების ავანტიურაში. დაიმახსოვრეთ, რომ ამ წელს მატერიალურ კეთილდღეობას თავდაუზოგავი შრომა მოგიტანთ და არა იღბალზე გათვლილი სარისკო თამაში.

ჯანმრთელობა

შეავსეთ ორგანიზმი ენერგეტიკულად, მიიღეთ სასარგებლო ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით სავსე საკვები, რომლებიც ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს.

პირველ დეკადაში დაბადებულები (24.08 - 2.09) - დილა ვარჯიშით დაიწყეთ და ეს მთელი დღე ენერგიითა და პოზიტივით აგავსებთ. საღამოს დაღლილობას კონტრასტული შხაპი მოგიხსნით. თქვენთვის აუცილებელია სრულფასოვანი ძილი.

მეორე დეკადაში დაბადებულები (3.09 - 12.09) - შეადგინეთ ჯანსაღი რაციონი - თქვენთვის ეს აუცილებელია. ბევრი არ ჭამოთ. უარი თქვით კარტოფილსა და ცომეულზე, შეამცირეთ შაქრისა და მარილის მიღება. იკვებეთ დღეში 5-6-ჯერ, მაგრამ მიირთვით მცირე ულუფები. მიიღეთ სეზონური ხილი.

მესამე დეკადაში დაბადებულები (13.09 - 23.09) - თვითმკურნალობას და განსაკუთრებით, ინტერნეტში მოძიებული მასალებით თავი დაანებეთ. შეიმოწმეთ კუჭი და ღვიძლი. თუ ცუდად გახდებით, სპეციალისტებს მიმართეთ. სწორი მკურნალობა, რეჟიმი, დიეტური კვება ორგანიზმში ყველა პროცედურას დაალაგებს.

მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი>>

2020 წლის ჰოროსკოპი დაბადების წლის მიხედვით:

ქალწული-ვირთხა

მოვლენებით სავსე პერიოდი გელოდებათ. მოგიწევთ პროფესიულ საქმიანობას, პირად ცხოვრებასა და საოჯახო ზრუნვის საკითხებს შორის გახლეჩა. ძალების ეფექტური და გონივრული გამოყენების მიზნით მოქმედებების მკაფიო გეგმა შეადგინეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ თავიდან აირიდოთ სტრესი და ჩამოყალიბებული ვითარებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. თუ მიგაჩნიათ, რომ სამუშაო არ გაკმაყოფილებთ და უფრო მეტის მიღწევა გსურთ, 2020 წელი სამსახურის გამოცვლისთვის შესაფერისი დროა.

© photo: Sputnikტიბეტური ჰოროსკოპი
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი

ქალწული-ხარი

არაერთმნიშვნელოვანი წელი იქნება. რთულია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება ის. იქნება სიხარულიცა და მღელვარებაც, მიღწევებიცა და იმედგაცრუებებიც. რთული საკითხი დადგება საქმეებში „უძრაობის" გამო, გაგიჭირდებათ მათი ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. მთავარია, არ დაიბნეთ და ხელი არ ჩაიქნიოთ. წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობები გაგიფუჭდეთ. ნუ მისცემთ დიდ მნიშვნელობას უთანხმოებებს და საკუთარი პრეტენზიები ტაქტიანად გამოთქვით.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

ქალწული-ვეფხვი

წლის პირველ ნახევარში რამე კარდინალურ ცვლილებებს მოერიდეთ. ოცნებების ცხოვრებაში განხორციელების მცდელობისას სხვადასხვა ბარიერთან შეჯახებით რისკავთ. დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს პირადი, ოჯახური ცხოვრება და პარტნიორული ურთიერთობები. მაგრამ ეს მხოლოდ იმ წყვილებს ემუქრება, ვინც არ არის მიჩვეული პრობლემების განხილვას ერთმანეთში. წლის მეორე ნახევარი ბევრად უფრო ხელსაყრელი პერიოდი იქნება.

ქალწული-კატა (კურდღელი)

არცთუ მარტივი წელი გელოდებათ. ძნელი სათქმელია, კარგი მოვლენები უფრო ხშირად იქნება, თუ ცუდი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ფრთხილი და წინდახედული უნდა იყოთ. ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, რომ სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა გადაგღლით, მაგრამ ამას უნდა შეხედოთ, როგორც ცხოვრებისეულ გამოცდას, რომელიც შეუდარებელ გამოცდილებას მოგცემთ. ასევე ყურადღება გმართებთ ახალი ნაცნობების მიმართ, რათა სადმე მახე არ დაგიგონ.

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები>>

ქალწული-დრაკონი

საკმაოდ წარმატებული დღეა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად თქვენზე, რადგან მოვლენების უმრავლესობაზე უშუალო გავლენის მოხდენას შეძლებთ. თქვენი ინტელექტუალური უნარები საშუალოზე მაღალ დონეზე იქნება და ეს წარმატებებს მოიტანს სამუშაოსა თუ სწავლაში. წარმატებული პერიოდი იქნება სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობების თვალსაზრისით. ვირაც შეძლებს საყვარელი ადამიანის პოვნას, ოჯახის შექმნას, ვიღაც მოინდომებს შვილის გაჩენას. ისარგებლეთ ამ კარგი პერიოდით.

ანდრომედას გალაქტიკა - Sputnik საქართველო
ვის როგორ უმართლებს სიყვარულში

ქალწული-გველი

ლითონის ვირთხის წელი მრავალფეროვნებას გპირდებათ. ბევრი თქვენგანი შეძლებს მუდმივად ცვალებად გარემოებებთან შეგუებას და ცხოვრებისეულ ლაბირინთებში ლავირებას. ხელსაყრელი წელია პროფესიული სფეროში საქმიანობის გაფართოებისა და გამოცდილების რეალიზებისთვის. დიდი ალბათობით, გზაზე რამე სერიოზული დაბრკოლებები არ უნდა გაჩნდეს. თქვენი ნება იქნება, ყველაფერს საკუთარ ადგილზე დატოვებთ, თუ გამოიყენებთ შანსს და ახალ საქმეს შეუდგებით.

ქალწული-ცხენი

2020 წელს საჭირო იქნება სწრაფი აზროვნება და ოპერატიულობა გადაწყვეტილებების მიღებაში. წინ უნდა გაიხედოთ და არა წარსულისკენ. თუ რამეს დაიწყებთ, საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეთ და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ ის შუა გზაში. საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით განსაკუთრებით პერსპექტიული იქნება წლის მეორე ნახევარი. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, კონტრაქტებზე ხელმოწერა და სხვა, სჯობს, ამ პერიოდისთვის დაგეგმოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში ჰარმონია დაისადგურებს.

საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ქალწული-თხა (ცხვარი)

წინ დიდი ცვლილებები გელოდებათ, რომლებიც, შესაძლოა, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შეეხოს. პროფესიული საქმიანობა, უმეტეს შემთხვევებში, კმაყოფილებას მოგიტანთ. თამამად იქონიეთ ახლობლების დახმარების იმედი. დაისახეთ რეალური მიზანი, რომლის გადაჭრაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას არ წაგართმევთ. თუ წაიქცევით, კვლავ ფეხზე წამოდექით და წინ განაგრძეთ სვლა. ამ შემთხვევაში იღბალი არავითარ შემთხვევაში არ მიგატოვებთ.

ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
ქალური მაგია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ქალწული-მაიმუნი

2020 წელს გაიზრდება თქვენი მიზანსწრაფულობა, ფიზიკური ძალა და აქტიურობა. ამ პერიოდმა რომ იღბლიანად ჩაიაროს, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ამოცანები უნდა დაისახოთ და წვრილმანებს არ მიაქციოთ ყურადღება. ეცადეთ, სხვის რჩევებს არ მოუსმინოთ და საკუთარი გონებით იცხოვროთ. ცვლილებები პირად ცხოვრებაში, შესაძლოა, არ იყოს გლობალური ხასიათის, მაგრამ აშკარად პოზიტიური იქნება. თავისუფალი ქალწული მაიმუნები, თუ მიზანს დაისახავთ, აუცილებლად გაიცნობთ ღირსეულ ადამიანს.

ქალწული-მამალი

წარმატებული წელი გელით. დადგა დრო, რომ წინ მიმავალი მიზნები დაისახოთ, შეიმუშაოთ მოქმედებების კონკრეტული სტრატეგია. თქვენი გათვლები გამართლდება და მიზნებს დროულად მიაღწევთ, რაშიც ლომის წვლილს კეთილი ნაცნობები შეიტანენ. წარმატებებში ენთუზიაზმი და შემოქმედებითი განწყობა დაგეხმარებათ. იფრთხილეთ იმ ადამიანებთან, ვინ ფულის სესხებას გთხოვთ. ეცადეთ, დიდი თანხა არ ასესხოთ სანდო ადამიანებსაც კი.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

ქალწული-ძაღლი

წელიწადი ახალ სურვილებსა და გეგმებს მოგიტანთ. თქვენ წინაშე არანაირი გაურკვეველი დაბრკოლება არ შეიქმნება, შეძლებთ ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავებას. მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ საკუთარ თავზე მუშაობა მოგიწევთ. შეაფასეთ თქვენი ყველა პლუსი და მინუსი, შესაძლებლობები, ძალები, უნარები. თქვენი წარმატების საიდუმლო გარშემომყოფებთან თბილ და მეგობრულ ურთიერთობებშია. გაიცნობთ უამრავ ადამიანს, მაგრამ ამასობაში არ დაივიწყოთ თქვენი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები. მათ, შესაძლოა, თქვენი ყურადღება და მზრუნველობა მოაკლდეთ.

ქალწული-ღორი (ტახი)

ხელსაყრელი წელი იქნება პროფესიული საქმიანობის გაფართოებისა და გამოცდილების რეალიზებისთვის. წარმატებისკენ მიმავალი რთული გზა საინტერესო თამაშად მოგეჩვენებათ, რომელიც მხოლოდ კმაყოფილებას მოგანიჭებთ. მოგეცემათ კარიერულ კიბეზე დაწინაურების შანსი. სასიამოვნო ურთიერთობები გექნებათ როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან. შესაძლოა, ადამიანი, რომელიც გჭირდებათ, თქვენთან ახლოსაა. დაოჯახებულებს არანაირი „შავი დღეები" არ გელოდებათ - ურთიერთობებში ჰარმონია დაისადგურებს.

ყველა ახალი ამბავი
0