17:42 23 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1530
  • 100 RUB4.5220
  • USD3.4462
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
782 0 0

გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი. ამ დროს შეგიძლიათ, რამე უჩვეულო საქმით დაკავდეთ. მოგვიანებით სირთულეებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით იქ, სადაც სხვა ადამიანებთან გიწევთ საქმის დაჭერა. დამოუკიდებლად უფრო მარტივად და ნაყოფიერად მუშაობთ.  უთანხმოებების თავიდან სრულად აცილება, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება, მაგრამ არც სერიოზულ კონფლიქტებამდე მივა საქმე.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

კურო

კარგი დღეა იმისთვის, რომ საკუთარ ცხოვრებაში რამე ახალი შეიტანოთ. არ შეუშინდეთ მოვლენების ჩვეული მსვლელობის დარღვევას. დღეს ბევრ რამეს ისწავლით, გაითვალისწინებთ სხვების იდეებსაც, თუ ისინი ნამდვილად გამოდგება საქმისთვის. ძალიან საინტერესო იქნება უჩვეულო ადამიანებთან შეხვედრა. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდება. ეცადეთ, თავი არ დაკარგოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ტყუპი

შესანიშნავი დღეა მუშაობისა და სასარგებლო საქმეებისთვის. მათ შორის, შეგიძლიათ სრულიად ახალი ამოცანების ამოხსნას შეუდგეთ, რომლისთვისაც მოახერხებთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების პოვნას, სხვისი შეცდომების გათვალისწინებას. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო საჩუქრების მიღება, სიურპრიზები.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი

კირჩხიბი

შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, რადგან ეს დღე მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას მიესადაგება. არ გაშინებთ სირთულეები, პირიქით, რთულ ამოცანებს მეტი ენთუზიაზმით ეკიდებით. ამასთან, გამოცდილებისა და ცოდნის წყალობით არაკეთილმოსურნეების მიერ დაგებულ მახეებს ოსტატურად აუვლით გვერდს. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

ლომი

დღეს ჩვეული მეთოდებით მიზნის მიღწევა, დიდი ალბათობით, არ გამოვა, ამიტომ მზად იყავით ექსპერიმენტებისა და სიახლეებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ძველი იდეები გამოგადგეთ – მათი ხორცშესხმა შეიძლება, მაგრამ ვარირებული სახით. სერიოზულ შეცდომებს თავს აარიდებთ, რადგან ყურადღებიანი ხართ და ცდილობთ, მხედველობიდან არაფერი გამოგეპაროთ. ახლობლებთან მეტად თაშეკავებული იყავით, რადგან ზედმეტი ემოციები ურთიერთობებში ბზარს შეიტანს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ეცადეთ, შეძლებისდაგვარად აირიდოთ თავიდან კამათი. ახლა მზად ხართ, რომ საკუთარი მოსაზრება მკაცრად დაიცვათ და მეორე მხარის მოსმენის არანაირი სურვილი არა გაქვთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, გარშემომყოფები მხოლოდ თქვენი საკუთარ ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ. სინამდვილეში ეს ასე არ არის, მეგობრები უფრო მეტი გყავთ, ვიდრე მტრები. მათ გარჩევაში ინტუიცია დაგეხმარებათ. საღამოს კარგი დროა ახლობლებთან გულახდილი საუბრებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი

სასწორი

 

დაძაბული დღეა. სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ. ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს და მწვავედ რეაგირებთ წვრილმანებზეც. თუმცა, ჯანსაღი აზრი გკარნახობთ, რომ სჯობს, ემოციებს არ აჰყვეთ და თითოეული სიტყვა და ნაბიჯი გააკონტროლოთ. თუ მოერევით ემოციებს, წარმატებებსაც მიაღწევთ. ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ, რადგან მოსალოდნელია თანხის ფუჭი ხარჯვა. მოერიდეთ თაღლითებსა და ავანტიურისტებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ეს დღე უფრო ფიქრსა და მსჯელობას მიესადაგება, ვიდრე კონკრეტული საქმეების კეთებას. შეგიძლია სამომავლო გეგმების დაწყობა, მათ შორის, მგზავრობის, მნიშვნელოვანი ოჯახური ღონისძიებების. ცრუ ილუზიებისა და იმედების ტყვეობაში არ ხართ, ამიტომ მომავალს თავდაჯერებულად უყურებთ. მიიღებთ იმ მხარდაჭერას, რომელიც გჭირდებათ. შესაძლოა, სწორედ ამის წყალობით დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

წარმატებების მისაღწევად მნიშვნელოვანია კარგი და ცუდი ადამიანების გარჩევა. მოკავშირეების მოძებნა რთულია. არ იჩქაროთ მიღებული ინფორმაციის სხვებისთვის განდობა და საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა მსჯელობა. ჯერ სხვებს მოუსმინეთ. ეცადეთ, განამტიცოთ ოჯახური კავშირები. ამის წყალობით სერიოზული კონფლიქტები წარსულს ჩაბარდება. კარგი დღეა ფინანსური და ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები

თხის რქა

მშფოთვარე დღეა. ჩვეულებრივზე ხშირად შეიძლება დაუშვათ წვრილმანი შეცდომები, რის გამოც ბრაზობთ საკუთარ თავზეცა და სხვებზეც. წარმატებების მისაღწევად აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, ამიტომ ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ, ეს თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ. თავი შორს დაიჭირეთ საეჭვო პიროვნებებისგან, მათგან, ვინც ხშირად გაკრიტიკებთ და უსიამოვნო შენიშვნებით წონასწორობიდან თქვენს გამოყვანას ცდილობს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

მრავალფეროვანი დღეა, მაგრამ, ამასთან, მშფოთვარე. სხვისი პრობლემების გადაჭრა უფრო მეტ დროს წაგართმევთ, ვიდრე საკუთარი საქმეები. ყურადღებით იყავით – ვიღაცამ, შესაძლოა, თქვენი სიკეთით, ნიჭითა და ცოდნით სარგებლობა მოინდომოს. ეცადეთ, სამომავლოდ არ გადადოთ ის, რისი გაკეთების სურვილიც არ გაქვთ. თუ დიდ დროს არ მოანდომებთ საჭირო განწყობის შექმნას, ამგვარს საქმეებს მალე გაუმკლავდებით. უბრალოდ, იმოქმედეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

რა გველოდება ნოემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

თევზები

კარგი დღეა. მოსალოდნელია გარკვეული მცირე უთანხმოებები, მაგრამ სერიოზული პრობლემები, დიდი ალბათობით –  არა. ხშირად გეხმარებათ ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა, ასევე, გამოცდილება, რომელიც გკარნახობთ, როგორ უნდა იმოქმედოთ რთულ ვითარებაში. კარგი დღეა ოჯახურ და მეგობრულ ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისთვის. კარგი იქნება მათთან სამომავლო გეგმების გულღია განხილვა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

მთავარი თემები