არჩევნები-2020 ახლებურად ჩატარდება: ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა

გამოწერა
ცვლილებების ძირითადი ნაწილი ეხება პარტიების ფინანსირებას და საუბნო კომისიების დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმას

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს მეორე მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ის ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში არჩევნების პროცესს არეგულირებს.

საპარლამენტო არჩევნები 2020: „ჩინოვნიკებს" ლუპით დააკვირდებიან >>

საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
არჩევნები ახლებურად: პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს

ცვლილებები შემუშავებულია რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით საერთაშორისო დამკვირვებლებმა გასცეს. ცვლილებების ძირითადი ნაწილი ეხება პარტიების ფინანსირებას და საუბნო კომისიების დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმას.

მეორე მოსმენით ცვლილებებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. ეს მოსმენა საკვანძოა კანონპროექტის მიღების პროცესში, რადგან მესამე მოსმენით შესაძლებელია მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანა, რომლებიც სტილისტიკას და ორთოგრაფიას ეხება.

საუბნო კომისიები და მათი დამოუკიდებლობა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესები გაჩნდა. ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნა თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

არჩევნები - Sputnik საქართველო
კონსტიტუციაში ცვლილებები დამტკიცებულია: როგორ ჩატარდება არჩევნები

ახალი წესებით, საუბნო კომისიის ექვსი დამოუკიდებელი წევრი უნდა დაამტკიცონ არამარტო საოლქო კომისიის პარტიული კვოტით გასულმა წევრებმა, არამედ მინიმუმ სამმა დამოუკიდებელმა წევრმა.

ამ ექვს წევრ შორის ვერ მოხვდებიან ისინი, ვინც საარჩევნო კომისიაში პარტიული კვოტით გასულ არჩევნებზე მუშაობდა.

ცვლილებები ასევე გამორიცხავს ნებისმიერ ნათესაურ კავშირს საუბნო და საოლქო კომისიების წევრებს შორის.

ახალ პროექტში გაჩნდა ახალი სავალდებულო წესი - შემაჯამებელ ოქმს ხელი უნდა მოაწეროს კომისიის ყველა წევრმა, რაც ადრე არ ხდებოდა. ამგვარად, ოქმზე იქნება ყველა ხელმოწერა ან კომისიის კონკრეტული წევრის მიერ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში უნდა იყოს მიწერილი ამ უარის მიზეზი.

პარტიების ფულადი თანხები

ცვლილებები არეგულირებს საკმაოდ მტკივნეულ საკითხს საქართველოსთვის - პარტიების დაფინანსების თემას.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილია: მადლობა მოსახლეობას

საარჩევნო კოდექსში და კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილებების თანახმად, პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება და შემოწირულობები უცხოეთიდან და ოფშორებიდან აიკრძალება. ამასთან, შემომწირველების ფინანსები ლეგალური წარმოშობის უნდა იყოს.

პარტიების საერთო წლიური ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის მშპ-ს 0,1%-ს.

ასევე ცვლილებებით განისაზღვრა ყველა პარტიისთვის სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა არჩევნების შედეგების მიხედვით. პირველი 50 ათასი მიღებული ხმისთვის პარტია თითო ხმაში 15 ლარს მიიღებს, შემდგომი ხმებისთვის - 5 ლარს.

ასევე კოდექსში გათვალისწინებულია წინა არჩევნების დროს დაშვებული შეცდომები და ამიერიდან მესამე მხარისგან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება ჩაითვლება კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ გაკეთებულ შემოწირულობად.

ასევე, სამინისტროებისა და სხვა უწყებების მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი პროექტების რეკლამა არჩევნებამდე ორი თვის მანძილზე აიკრძალება.

პარტიებისთვის განკუთვნილი საეთერო დრო

ცვლილებების ავტორებმა კიდევ ერთი პრეტენზია გაითვალისწინეს - პოლიტიკური რეკლამის დრო. მისი განაწილება უცვლელი დარჩა, მაგრამ ტელეარხებს და რადიოსადგურებს დღიური მაუწყებლობის 15%-ზე მეტი დროის დათმობა რეკლამისთვის აეკრძალათ.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია 36-ჯერ შეცვალა - რისთვის იყო ეს საჭირო >>

მთელი რეკლამა მკაცრად რეგლამენტირებული იქნება, პარტიები იმაზე მეტ დროს ვერ მიიღებენ რეკლამისთვის, ვიდრე ეს ხელშეკრულებაში იქნება განსაზღვრული.

აიკრძალება ერთი პარტიის რეკლამა, რომელიც სხვა პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა.

პოლიტიკური რეკლამა შეწყდება კენჭისყრამდე 8 საათით ადრე - ღამის 12:00 საათზე. კენჭისყრის ბოლომდე პარტიები ამომრჩევლებს ვერ დაურეკავენ და ვერ გაუგზავნიან შეტყობინებებს, როგორც ეს ბოლო არჩევნებზე ხდებოდა.

ეგზიტპოლის საკითხი

ეგზიტპოლები, რომლებიც საქართველოში ბევრ კამათს იწვევდა, არ აიკრძალა, მაგრამ მათში სერიოზული ცვლილებები შევიდა. ახლა მათი გამოქვეყნება შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუ მათი საიმედოობა იქნება 95%, ხოლო ცდომილება არ აღემატება 3%-ს.

მათი გამოქვეყნება დაშვებული იქნება მხოლოდ საიმედოობისა და ობიექტურობის შემოწმების შემდეგ.

ამასთან მეცნიერული დასაბუთების წარმოდგენა იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ სხვადასხვა ეგზიტპოლების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება.

წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთს 1500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

არჩევნების დღე

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
არჩევნები ეპიდემიოლოგების პრიზმაში: გამყრელიძე პრობლემას ვერ ხედავს

ცვლილებების თანახმად, არჩევნების დღეს დაუშვებელი იქნება ამომრჩევლების შეჩერება საარჩევნო უბანზე გარდა ეგზიტპოლის გამოკითხვის მიზნით, ისიც უბნიდან 25 მეტრის რადიუსის დაშორებით. ამავე რადიუსში დაუშვებელია პარტიების სააგიტაციო მასალების განთავსება.

ეს ნორმა გაჩნდა პროექტში ოპოზიციის აღშფოთების შემდეგ, რომელსაც იწვევდნენ უბნებთან მდგომი მმართველი პარტიის აგიტატორები.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან კენჭისყრის დასრულებამდე აკრძალული იქნება ამომრჩევლებისთვის საჩუქრების, ფულადი თანხისა ან სხვა ფასეულობების გადაცემა, ასევე ხმის სანაცვლოდ რაიმე მატერიალური სიკეთეების შეპირება.

მეორე ტური

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კოდექსში მეორე ტურის კონკრეტული თარიღი გაჩნდება - მესამე შაბათი კენჭისყრის შემდეგ.

მეორე ტურში გასვლის პირობები უცვლელია - მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი გადადის.

ამ პერიოდში კომისიის შემადგენლობის შეცვლა აკრძალულია. მეორე ტურის მონაწილეებს თანაბარი უფასო საეთერო დრო დაეთმობათ.

არჩევნებში მონაწილეობის მიღება

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიებმა უნდა წარადგინონ თავიანთი მხარდამჭერების არა მხოლოდ „ქაღალდის“ სიები, არამედ ელექტრონული სახითაც. საჭირო იქნება მხოლოდ ხუთი ათასი ხელმოწერის შეგროვება და მხოლოდ მათთვის, ვინც წინა არჩევნებზე სულ მცირე 15 ათასი ხმა ვერ მიიღო.

ცვლილებები გენდერული ბალანსსაც ითვალისწინებს - პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე უნდა იყოს ქალი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაც ვერ მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0