რუსეთის პრეზიდენტი კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილია: მადლობა მოსახლეობას

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ლიდერის თქმით, ბევრმა ადამიანმა საკონსტიტუციო შესწორებებს ხმა იმის გამო არ მისცა, რომ ქვეყანაში ბევრი გადაუჭრელი პრობლემა არსებობს.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და მადლობა გადაუხადა მათ რეფერენდუმში მონაწილეობისთვის, იუწყება РИА Новости.

ხმების დათვლა რეფერენდუმზე - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ კენჭისყრის საბოლოო შედეგები

ოთხშაბათს რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრის საფინალო ეტაპი ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, ცვლილებებს მხარი დაუჭირა ამომრჩევლების 77,92%-მა, ხოლო წინააღმდეგი 21,27% იყო.

„მსურს რუსეთის მოქალაქეებს მადლიერების სიტყვებით მივმართო და ვუთხრა: „დიდი მადლობა მხარდაჭერისა და ნდობისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სსრკ-ის დაშლიდან, ისტორიული საზომით, სულ ცოტა დრო გავიდა და თანამედროვე რუსეთი ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაზეა. ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს: პოლიტიკურ სისტემას, ეკონომიკასა და სხვას. ჩვენ ჯერ კიდევ მოწყვლადები ვართ ბევრ რამეში, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ, როგორც ხალხში ამბობენ, ბლანდით გვაქვს გაკეთებული. ჩვენ გვესაჭიროება შიდა სტაბილურობა, ქვეყნისა და ყველა ინსტიტუტის განმტკიცება. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა მათ, ვინც ცვლილებებს მხარი დაუჭირა“, — თქვა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, ბევრმა ადამიანმა საკონსტიტუციო შესწორებებს ხმა იმის გამო არ მისცა, რომ ქვეყანაში ბევრი გადაუჭრელი პრობლემა არსებობს და ხალხი ხშირად აწყდება უსამართლობასა და გულგრილობას. ამასთან, ქვეყნის ხელმძღვანელობას ხშირად ეჩვენება, რომ ყველაფერ შესაძლებელს აკეთებს, მაგრამ ეს ასე არ არის.

  • „ცხოვრება აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ხშირად საქმე ბოლომდე არ მიჰყავს, არადა საჭიროა უფრო სწრაფი, ზუსტი, ორგანიზებული და ეფექტური მოქმედება“, — განმარტა პრეზიდენტმა.  

ვლადიმირ პუტინის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ყველა დონეზე ისე უნდა იმოქმედოს, რომ მოქალაქეების ნდობა გაამართლოს.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საყოველთაო კენჭისყრა რუსეთში 22 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეფერენდუმი 1 ივლისისთვის დანიშნა.

ცვლილებები ძალაში რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების მომენტიდან შედის.

ყველა ახალი ამბავი
0