არჩევნები ეპიდემიოლოგების პრიზმაში: გამყრელიძე პრობლემას ვერ ხედავს

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, კორონავირუსის მეორე ტალღაა, მიაჩნია ამირან გამყრელიძეს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თუ საქართველო შეძლებს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შენარჩუნებას, არჩევნების გამართვას ხელს ვერაფერი შეუშლის, თუმცა იმის პროგნოზი, კონკრეტულად როდის იქნება კორონავირუსის მეორე ტალღა, რთულია, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. სწორედ ამ პერიოდისთვის ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეორე ტალღას პროგნოზირებენ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუ შესაძლებელი გახდება არსებული ეპიდსიტუაციის შენარჩუნება, მაშინ სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განახლება მოხდება. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
შემოდგომაზე მეორე ტალღა შეიძლება არც დადგეს: დასახელდა მიზეზი

„თუ ჩვენ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, ოდნავ მეტი შემთხვევებიც რომ დაფიქსირდეს, ეს არჩევნების გამართვას ხელს არ შეუშლის. არჩევნები დადგენილი წესების შესაბამისად ჩატარდება. კონკრეტულად კალმებისა და პირბადეების გამოყენების საკითხზე სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ამ თემაზე მუშაობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ რესპირატორული ვირუსები, ჩვეულებრივ, ცივი ამინდების დადგომის პერიოდში ჩნდება და ეს დაახლოებით ოქტომბერ–ნოემბერში ხდება. 

რა კეთდება არჩევნების უსაფრთხოდ და დროულად ჩატარებისთვის - პარლამენტის სპიკერის განმარტება>>>

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კორონავირუსი, რამდენადაც ისიც რესპირატორული ვირუსია, იმ წესებითა და თავისებურებებით იქნება, რაც ზოგადად რესპირატორულ ვირუსებს ახასიათებს. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: იქნება თუ არა მეორე ტალღა. ჩვენ, ჯანდაცვის სფერო, შესაბამისი სამსახურები და მთლიანად ქვეყანა ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობამ 919-ს მიაღწია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 778 ადამიანი. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 260 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0